სისხლის შედედება - ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. როდესაც ხელი გვეჭრება, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს... ამიტომ, აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება.
რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის - ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:
- თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფიზიოლოგიურად ეს მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ როცა არაფიზოლოგიურად, არამიზნობრივად ყალიბდება, პათოლოგიის დროს, რომელიმე სისხლძარღვში ხვდება, სისხლძარღვს ახშობს და შესაბამისი ზონის იშემიას, სისხლნაკლებობას და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. თუ იშემია დიდხანს გაგრძელდა, იმ უბნის ნეკროზიც ხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი ორგანოს სისხლძარღვში ხდება თრომბი და სწორედ იმ ორგანოს სისხლით მომარაგების დარღვევა და შეწყვეტა ხდება.
- თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს და ხდება ამ უბნის იშემია. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი.
ინსულტის ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ - ექიმი-რეანიმატოლოგის გაფრთხილება
- სიმპტომი უამრავია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოში ხდება პრობლემა. თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია.
ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, პაციენტს აქვს მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცნივ, ისე მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით.
- კი, ბატონო, შესაძლებელია. განსხვავება სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის ის არის, რომ თუ ტკივილი დროში გაიწელა, გასცდა ნახევარ საათს, მერე უკვე შეუქცევადი პროცესები იწყება და ინფარქტი ყალიბდება. განაგრძეთ კითხვა