აცრებთან დაკავშირებულ მითებს და მათ გამო ატეხილ აჟიოტაჟს ცნობილი პედიატრი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი გამოეხმაურე. ექიმი გაოგნებულია ამ ყოვლად უსაფუძვლო ჭორებით და მშობლებს ფეისბუქით მიმართავს:
"კომენტარსაც კი ვერ ვაკეთებ, რატომ უხეთქავთ ერთმანეთს გულს! ანევროზებთ! გულგახეთქილმა დედიკომ მომწერა! ეს ხომ ინაქტივირებული (მკვდარი) ვაქცინაა, რეკომენდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ! იკეთებს სეზონურად მთელი ცივილური მსოფლიო! სპეციალურად შექმნილი საიტები ავრცელებენ ამ ფეიქ ნიუსებს! დამშვიდდით! არ არსებობს არც ერთი მეტანალიზით გამყარებული სამეცნიერო შრომა, რომელშიც ამ სისულელეს წაიკითხავთ! ნეტავ ერთი სამი თვით მაინც გაითიშოს ინტერნეტი, რომ გადავრჩეთ" - წერს ინგა მამუჩიშვილი და იმ დედის წერილსაც სრულად აქვეყნებს, რომელმაც ექიმს შეშინებულმა მიმართ.
"სრულად გთავაზობთ ამ შეშინებული დედიკოს ტექსტს. "საღამო მშვიდობისა, ინგა ექიმო. ძალიან შემაშინეს დღეს გრიპის აცრებთან დაკავშირებით პირდაპირ ღვიძლზე მოქმედებს, ცეროზს და ჰეპატიტებს იწვევსო. რომ ვუთხარი, 2 წელია ჩვენ ვიკეთებთ და ბავშვებსაც ვუკეთებ-თქო, უი, სასწრაფოდ გადაამოწმეთ ანალიზებიო. ისე მეშინია და გული ისე ცუდად მაქვს. მართალია ეგ რაღაცები? უნდა მეშინოდეს? გადავამოწმო? ინფლუვაკი გვაქვს გაკეთებული შარშანაც და წელსაც. იქნებ მიპასუხოთ... ოქტომბერ-ნოემბერში ვინც არ დამიჯერა და არ აიცრა, რამდენს შეხვდა იცით, რთული ფორმით? მშობელზე ძალადობას ვაქცინაციის გამო არავინ არ ახდენს! ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ ისინი, რომ შესაძლებელია გვქონდეს ზამთრის თვეებში გრიპის A სეროტიპის H1N1ქვეტიპის ეპიდემია, რომელიც ძალიან კონტაგიოზურია და იძლევა გართულებებს! ვაქცინაციაც კი არ არის აბსოლუტური დაცვა! თუმცა, თუ მაინც შეგხვდათ, გართულებების გარეშე, მარტივად გადაიტანთ!" - ნათქვამია პოსტში.