"გამიგიჟდნენ მშობლები, ეს სისულელეა! ექიმია თუ წინასწარმეტყველი?!" - რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
"გამიგიჟდნენ მშობლები, ეს სისულელეა! ექიმია თუ წინასწარმეტყველი?!" -  რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექიმ კომაროვსკის მიერ  წითელაზე და დიფტერიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ექიმი კომაროვსკი ვარაუდობს, რომ წითელას შემდეგ დიფტერიის გააქტიურებას უნდა ველოდეთ და აფრთხილებს საზოგადოებას. 

ინგა მამუჩიშვილი კომაროვსკის ეხმიანება:
"ეს სისულელეა! ექიმია თუ წინასწარმეტყველი! გაიტანეთ გრენლანდია! გამიგიჟდნენ მშობლები! ტრანკვილიზატორების დანიშვნაზე გადავედი!!! მთავარია ვაქცინაციის ჩატარება და დიფტერიისგან 100%-ით დაცულია ადამიანი! ყველა ბავშვი იცრება ჩემს ირგვლივ! ჩვენ რას გვაშინებ, ბატონო კომაროვსკი!
არც თქვენი გაფრთხილება გვჭირდება! ცივილურ საზოგადოებას ესაუბრებით თქვენ!

მშობლებო, არ შეგაშინოთ ამ ფეიკ ნიუსებმა, მიყევით აცრის კალენდარს და იყავით მშვიდად! მძიმე სამუშაო დღის ბოლოს ამ პოსტმა დაშოკა სრულიად საქართველოს მოსახლეობა! ნუ პანიკობთ! ნერვიულობა კლავს, თორემ ყველაფერს ეშველება‼️დავიხოცებით და დარჩება ჩვენი ქვეყანა კომაროვსკის და მის ძმებს. ვიცხოვროთ წყნარად! მშვიდად! ყურადღებით! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და სულიერ სიმშვიდეს", - წერს პედიატრი.
14255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
zura
2
ამისთანებზე ამბობს ხოლმე კომაროვსკი: სასწრაფოდ შეიცვალეთ პედიატრი
18:21 / 05-06-2019
ბრრრრრ
2
აქ კომაროვსკი არაფერ შუაშია,ხალხი დაშინებულია მსოფლიო პანიკის გამო! საზღვარგარეტაც ბევრი არ აცრევინებს და ვერავინაც ვერაფერს უბედავს! ჩვენთან ცუდი ხარისხის ვაქცინები შომოდის,ჩვენ არავინ არაფრად გვაგდებს ამიტომაც არის,რომ ყველა წამალი ჩვენზე იცდება! როცა საკუთარი თვალებით ნახავს ადამიანი ,რომ პარლამენტარების და ჩინოვნიკების შვილები მათთან ერთად დგანან და ზუსტად იმ ვაქცინას იკეთებენ,მაშინ დაიჯერებს ყველა!
12:11 / 27-02-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```