პედიატრი ინგა მამუჩიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექიმ კომაროვსკის მიერ წითელაზე და დიფტერიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ექიმი კომაროვსკი ვარაუდობს, რომ წითელას შემდეგ დიფტერიის გააქტიურებას უნდა ველოდეთ და აფრთხილებს საზოგადოებას.
ინგა მამუჩიშვილი კომაროვსკის ეხმიანება:
"ეს სისულელეა! ექიმია თუ წინასწარმეტყველი! გაიტანეთ გრენლანდია! გამიგიჟდნენ მშობლები! ტრანკვილიზატორების დანიშვნაზე გადავედი!!! მთავარია ვაქცინაციის ჩატარება და დიფტერიისგან 100%-ით დაცულია ადამიანი! ყველა ბავშვი იცრება ჩემს ირგვლივ! ჩვენ რას გვაშინებ, ბატონო კომაროვსკი! არც თქვენი გაფრთხილება გვჭირდება! ცივილურ საზოგადოებას ესაუბრებით თქვენ!
მშობლებო, არ შეგაშინოთ ამ ფეიკ ნიუსებმა, მიყევით აცრის კალენდარს და იყავით მშვიდად! მძიმე სამუშაო დღის ბოლოს ამ პოსტმა დაშოკა სრულიად საქართველოს მოსახლეობა! ნუ პანიკობთ! ნერვიულობა კლავს, თორემ ყველაფერს ეშველება‼️დავიხოცებით და დარჩება ჩვენი ქვეყანა კომაროვსკის და მის ძმებს. ვიცხოვროთ წყნარად! მშვიდად! ყურადღებით! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და სულიერ სიმშვიდეს", - წერს პედიატრი.