არ შეწყვიტოთ ჯანსაღი საკვების შეთავაზება თქვენი ბავშვისათვის არსებობს პრეპარატები, რომელთაც ბავშვებში იყენებენ მადის მომატების მიზნით, თუმცა მათი მიღების მიზანშეწონილობა უნდა განსაზღვროს პედიატრმა. აუცილებელია ბავშვი აჩვენოთ პედიატრს, რათა მან გამორიცხოს უმადობის გამომწვევი ყველა სავარაუდო მიზეზი. გაითვალისწინეთ, რომ უმადობა ხშირი სიმპტომია ჭიებით ინვაზიისა, ამიტომ გირჩევთ ამ მიმართულებით ჩაუტაროთ გამოკვლევა. გააკეთეთ სისხლის ანალიზი. არ შეწყვიტოთ ჯანსაღი საკვების შეთავაზება თქვენი ბავშვისათვის.
პროდუქტების 4 ჯგუფი, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს:
1. ხორცის პროდუქტი, თევზი კვერცხი;
2. ხილი და ბოსტნეული;
3. რძის ნაწარმი;
4. პური და სხვა ბურღულეულისგან დამზადებული საკვები.