"არც ერთი ქიმიური სითხე არ უნდა ინახებოდეს სამზარეულოში, ამის გამო ყოველწლიურად გვეღუპებიან ბავშვები" - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობლების შეცდომებზე
"არც ერთი ქიმიური სითხე არ უნდა ინახებოდეს სამზარეულოში, ამის გამო ყოველწლიურად გვეღუპებიან ბავშვები" - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობლების შეცდომებზე
ცნობილი ბავშვთა რეანიმატოლოგი პეტერის კლიავა 25 წელია ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. რაღაცით ჰგავს ექიმ ჰაუსს, უსასრულოდ უყვარს თავისი პატარა პაციენტები და დაუნდობლად ებრძვის ადამიანების შეცდომებს ამ გზაზე. ის საუბრობს მიზეზებზე, რომლის გამოც ბავშვები სხვადასხვა განსაცდელში ხვდებიან. ექიმი ამის პირისპირ აღმოჩნდა, ადამიანებს კი მოუწოდებს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. შევთანხმდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა ტიპის ტრავმებს ხვდებით ყველაზე ხშირად ბავშვებში?

- ჩვენ ევროპაში პირველ ადგილს ვიკავებთ ქუჩაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულ

ბავშვთა რაოდენობით. ლატვიისთვის დამახასიათებელია მთვრალი მამები საკუთარ შვილებს კვადროციკლით ატარებენ ან ნებას რთავენ, თავად ბავშვებმა ატარონ. ასეთი თავისუფლება ხშირად ძალიან სერიოზული ტრავმების მიზეზი ხდება. გარდა ამისა, ბავშვები დაზიანებებს იღებენ ველოსიპედის ან გორგოლაჭების უჩაფხუტოდ ტარებისას. ბევრი უბედური შემთხვევა დაკავშირებულია მედიკამენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან. ასევე, დამწვრობით, რომლებსაც იღებენ ხანძრებისა და სხვადასხვა აალებადი ნივთიერების ზემოქმედებით. სხვათა შორის, თუ თქვენმა შვილმა მიიღო დამწვრობა ადუღებული წყლით ან ცეცხლით, ერთადერთი დახმარება, რომელიც შეგიძლიათ აღმოუჩინოთ, დაასხით დამწვარ ადგილზე ცივი წყალი 3-5 წუთის განმავლობაში. ეს ამცირებს ტკივილს და ასევე დამწვრობის ხარისხს.
რეალური მიზეზი იმისა, რომ ბავშვები ასე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში სხვადასხვა ტრავმის გამო, გახლავთ მშობლები. ლატვიაშიც და საერთოდ, მსოფლიოში, მშობლების 60-70%
უხეშად რომ ვთქვათ, დებილია. ჩვენი დაკვირვების თანახმად, ძალიან ბევრი მშობელი სვამს შვილს მანქანაში წინა სკამზე ღვედის გაკეთების გარეშე. ყოველდღე ვხედავ ბავშვების ტანჯვასა და სიკვდილს, რომელიც მშობელთა გულგრილობითა და უყურადღებობით არის გამოწვეული. მე სისტემურ უცოდინარობაზე ვსაუბრობ. გოგონამ დალია ქიმიური სითხე, რომლითაც კანალიზაციას წმენდენ. სითხე სამზარეულოში იდგა ლიმონათის ბოთლში ჩასხმული. ამის გამო მას გადაუნერგეს ღვიძლი ევროპაში, რაც 200 000 ევრო დაჯდა. ბავშვები ჭებსა და ტბებში იხრჩობია, ასეთი "ყურადღებიანი" მშობლებისგან სულ რამდენიმე მეტრში.
გასულ წელს, მაისის დღესასწაულების დროს, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ათასობით ბავშვის მშობელმა მოგვმართა. რატომ არავის არ ადარდებს, რომ ბავშვებში სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზე ხელების დაუბანლობაა? ვისთვის არის სასარგებლო ჩვენი ზღვარგადასული თავისუფლება?

mshoblebi

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საავადმყოფოები მნიშვნელოვნად განვითარდნენ და ბავშვებს დიდ დახმარებას უწევენ. მაგრამ მათი მორალური, სულიერი მდგომარეობა გაუარესდა. ერთხელ ბავშვმა ნარკოტიკებთან ერთად ტკივილგამაყუჩებლებიც მიიღო, რამაც ფილტვების ვენტილაცია გამოიწვია. ახალგაზრდა დედა ტიროდა. მე მაინტერესებდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. საყვედურის მისაცემად კი არა, მას რომ გაეცნობიერებინა ეს საშინელი დანაშაული. მან მიპასუხა: "ის აბანოში შევიდა და დალია". მისი შვილი ყოფილა დამნაშავე, წარმოგიდგენიათ?
ბებოები სოფელში აკეთებენ კიტრის მწნილს. ოთხი წლის ბავშვი მიდის, იღებს ძმრიან ბოთლს და ბებიის თვალწინ სვამს.
დედა ირუჯება, ბავშვი კი მთელი დღე მზეზე დარბის და იწვება. დედას ეს არ ადარდებს. აუცილებელია ბავშვებზე მსგავსი მავნე ზეგავლენა შევამციროთ. არის რაღაცები, რაც არ უნდა მოხდეს.


- მაინც რა?

- არც ერთი ქიმიური სითხე არ უნდა ინახებოდეს სამზარეულოში და ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვი იოლად მოიპოვებს. ხელმიუწვდომელი უნდა იყოს ისევე, როგორც წამლები. ჩვენ ამის გამო ყოველწლიურად გვეღუპებიან ბავშვები. ბებიასთვის კი მძიმეა, აღიაროს შვილიშვილის მკვლელობა.
არ შეიძლება ლიმონათის ბოთლში ესხას ქიმუირი ხსნარი. ასევე, ათასობით ბავშვი კვდება ძაღლის ნაკბენისგან. აუცილებელია ბავშვებმა ველოსიპედის ტარებისას ატარონ ჩაფხუტები.

ახლა ადამიანები ცდილობენ, თავიანთი შიშები, შეზღუდვები და ცოდნა სამყაროს შესახებ ბავშვებს გადასცენ. თუ თქვენ ბავშვს აღიქვამთ, როგორც ღვთაებრივს, მისი პოტენციალი გაიზრდება, ხოლო თუ ყველაფერი პირიქით ხდება, მაშინ ბავშვს მომავალს უკარგავთ. ვიმეორებ, დღეს ყველაფერი დამოკიდებულია დედებსა და მამებზე. მნიშვნელოვანია სკოლა და საზოგადოება. გემზე შეიძლება იყოს ათასობით ადამიანი, მაგრამ მის მართვაში 30-მა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მან დანიშნულების ადგილს მიაღწიოს. მშობლებმა რჩევებისთვის ფსიქოლოგსაც შეუძლიათ მიმართონ.

- ასობით დედა და მამა, რომლებსაც არ აქვს უმღლესი განათლება ამბობენ: ჩვენ განათლების გარეშე გავიზარდეთ ღირსეულ ბავშვებად. რატომ უნდა ვისწავლოთ და წავიკითხოთ ის რაც უკვე ვიცით.

- მე ყოველთვის ვიხსენებ შემთხვევას, როცა მშობლებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება. გადაწყვიტეს, თავიანთი მომაკვდავი 3 წლის ბავშვის გული სხვისთვის გადაენერგათ. ადამიანებს არ სჭირდებათ აკადემიური განათლება, თუ მათ იციან პრაქტიკაში როგორ შეიძლება აღზარდონ ღირსეული შვილები. ეს ყველაზე დიდი სიბრძნეა. წმინდანებს განათლება ჰქონდათ?


- მათ სიყვარული ჰქონდათ...

- მახსოვს ერთი დედა, კრიმინალური წარსულით. მან გააჩინა ბავშვი სხვადასხვა დაავადებით. რეანიმაციაში ყოფნისას კი სხვა დედას ტელეფონი მოპარა. არც ამ შემთხვევაშია აუცილებელი უმაღლესი განათლება. მას უბრალოდ არავინ უყვარდა.



alt"8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის" - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობელთა შეცდომებზე


3995
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```