"ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს... სავალალო შედეგებამდე მივალთ" - ინგა მამუჩიშვილის შემაშფოთებელი დასკვნები
"ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს... სავალალო შედეგებამდე მივალთ" - ინგა მამუჩიშვილის შემაშფოთებელი დასკვნები
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ყოველდღიურად უამრავ პატარა პაციენტს ხვდება. ამჯერად მან შემაშფოთებელი დასკვნები ფეისბუქპოსტში გააერთიანა და შესაბამის უწყებებს ეკოლოგიური ვიტარების გაჯანსაღებისკენ მოუწოდა. 

"მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან, დიდი სისწრაფით, უარესდება და ღებულობს ნეგატიურ ტენდენციებს, შემცირდა შობადობა, ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს, იმატა ქრონიკულმა და იშვიათმა დაავადებებმა ამის ერთერთ მიზეზს წარმოადგნს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა,რაც დღევანდელობის ერთერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იზრდება ატმოსფეროში მძიმე მეტლების რაოდენობა მხოლოდ ავტომანქანების გამონაბოლქვი 200 მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან
განსაკუთრებული ტოქსიურობით გმოირჩევა ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდი ზოგიერთი ნახშირწყალბადი და ტყვია ამ მავნე ნივთიერებათა უმნიშვნელო რაოდენობაც კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ტყვიასთან ერთად პირველი კლასის საშიშ მეტალებს წარმოადგენს კადმიუმი, ნიკელი და ვერცხლისწყლი მძიმე მეტალების დაგროვება ორგანიზმში თანდთანობით იწვევს სხვადასხვა მძიმე დააადებების განვითარებას.


alt"საქართველოში ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე არიან ტყვიით მოწამვლის რისკის ქვეშ" - საგანგაშო ინფორმაცია



გლობლური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამაში დღეს არცერთ საღად მოაზროვნე ადამიას ეჭვი არ ეპარება... ბიოსფეროს არასასურველი პროცესების თავიდან აცილების გზები შეზღუდულია, თუმცა პოტენციური შესაძლებლობები არსებობს საბედნიეროდ, სხვა საქმეა, თუ როგორ და რამდენად მოკლე დროში გამოვიყენებთ მათ. აშშ-ში შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს ბიოსფეროს დეგრადირების საკითხებს, მათი დასკვნით ამის
ერთერთი მიზეზია მასობრივი სიღატაკე, რომელიც ამუხრუჭებს საზოგადოებრივ პროგრესს და გარემოში უარყოფით ცვლილებებს უწყობს ხელს. სიღატაკე აიძულებს ხალხს "დღეს გამოიყენოს ის,რაც ხვალისთვის იყო გათვალისწინებული", ჩეხოს ტყეები, სხვა საწვავის უქონლობის გამო,ზეინტენსიური ექსპლუატაციით გამოფიტოს მიწები, გააუდაბნოოს საძოვრები დღეს, ეკოლოგიიის გაუმჯობესებაზე ფქრი უნდა იყოს ნომერ პირველი საზრუნავი მათთვის, ვისაც ეს ხელეწიფება, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, თორემ მივიღებთ ძალიან უარყოფით შედეგებს.

alt რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ტყვიით მოწამვლა? - თემურ მიქელაძის განმარტებები



ხშირად მიწევს კითხვაზე პასუხი რა ვქნათ, როგორ ავარიდოთ ბავშვები ამ გამონაბოლქვს და მძიმე მეტალებს. კითხვა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობაა... მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ამდენ ადამიანს უჭირს ირგვლივ, ბავშვების გამოკვებას ძლივს ახერხებენ, გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა კი მაინც ფინანსებს უკავშირდება, რადგან საჭიროა ხშირად გამოვუცვალოთ ჰაერი, შევუძინოთ ძვირადღირებული, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სათამაშოები, ასევე ჭურჭელი (მომინანქრებული ჭურჭელი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს), მოვარიდოთ ფასთფუდებს, ვაჭამოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული(ქართული,ეკოლოგიურად შედარებით სუფთა,რომელიც აგრეთვე ძნელი შესარჩევია) ასეირნოთ თბილისში რეკრიაციულ ზონებში(რომლებიც თითქმის არ გვაქვს), ნუ გამოვიყვანთ სასირნოთ ტრასებთან ახლოს, განსაკუთრებითპიკის საათებში, დავტვირთოთ სპორტით, გავუკაჟოთ იმუნიტეტი, როდესაც სახლის მშენებლობას და რემონტს შევუდგებით, შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა.


altქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"



ნუ მოწევთ სიგარეტს ბვშვების თანდასწრებით და თუ საერთოდ დაანებებთ მოწევას, თავს კიდევ უფროუკეთესი. დადგენილია, რომ სიგარეტი საშუალოდ 13 მკგ ტყვიას შეიცავს, აქედან 1,5 მკგ თამბაქოს კვამლში ხვდება, რომლის1/3 სისხლში გადადის. თამბაქის ნათესებს ამუშავებენ ტყვიის და არსენიტის შემცველი პესტიციდებით, თამბაქო თითქმის თითქმის 100%-ით ითვისებს ორივეს. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა, ხელ-პირის ხშირი დაბანა, შეეცადეთ, ხელები პირში არ ჩაიდოს ბავშვმა, თუ მშენებლობაზე მუშაობთ ან რაიმე მავნე ნივთიერებებთან გაქვთ საქმე, ქუჩიდან შემოსულები პირდაპრ არ მიხვიდეთ ბავშვთან მოსაფერებლად... ძალიან ძნელია, ძლიან! ამ საკითხის გადაწყვეტაში ხელისუფლების მონდომება და აქტიური ჩართულობაა საჭირო, თორემ მივდივართ თანდათან სავალალო შედეგებამდე! თუმცა სანამ ხელისუფლება ამაზე ზრუნვას დაწყებს, მინდა მოგმართოთ თხოვნით ყველას, სადაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია მივხედოთ ამ საქმეს, ნუ შევწირავთ ბიზნესინტერესებს ადამიანთა სიცოცხლეს."
15816
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარი
0
სამწუხაროდ კარუსელები ზუსტად და გამიზნულად სწორედ ტრასებთანაა რაც შეიძლება ახლოს.
20:28 / 07-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?