რომელი საკვები უწყობს ხელს ძვლების გამაგრებას და რატომ უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას
რომელი საკვები უწყობს ხელს ძვლების გამაგრებას და რატომ უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩონჩხისა და ძველ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი კი საღირო ვიტამინებს, მინერალებს და სწორ კვებას მოითხოვს. მათი ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ორგანიზმს როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში. რომელი პროდუქტებია სასარგებლო ძვლების გამაგრებისთვის, ტრავმის შემდეგ სწრაფი რეაბილიტაციისთვის, როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა, რომ სწორად წარიმართოს მისი ფიზიკური განვითარება, ამის შესახებ ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია თავის გადაცემა "პირად ექიმში" საუბრობს.
– მრავალრიცხოვანი კვლევებით
დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში სწორად ქონდათ წარმართული ჩონჩხის წვრთნა, ბავშვები, რომელთანაც ძვლოვანი პიკის ჩამოყალიბება, ანუ ძვლოვანი მასის მაქსიმალურად გამკვრივება მოხვდა სწორად, ოსტეოპოროზის რისკი შესაძლოა შევამციროთ. ამაში უზარმაზარი წვლილი შეიძლება შევიტანოთ მშობლებმა და ამით მათი ხანდაზმულობა, ხარისხიანი სიბერე უზრუნველვყოთ. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ხშირად გვეკითხებიან, მაინცდამაინც ძვალი რომ ქონდეს ბავშვს მტკიცე, როგორ უნდა გამოვკვებოთ ის. მე როგორც ნუტრიციოლოგი, გეტყვით, რომ იზოლირებული პრობლემა ჩვენს ორგანიზმში არ არსებობს. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობაზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ძვლოვანი სისტემა. თუ თირკმელი კალციუმს კარგავს, არ მუშაობს გამართულად, შესაძლოა D ვიტამინის გარდაქმნა და კალციუმის შეთვისება სრულყოფილად ვერ მოხდეს და ბავშვის ასაკის მიუხედავად, ორგანიზმში განვითარდეს ძვლების სერიოზული
დაზიანება. ამიტომ ვისაუბროთ იმაზე, მთლიანად რა განამტკიცებს ბავშვის ორგანიზმს. აღმოჩნდა, რომ ეს არის დაბალანსებული კვება, რომელიც უნივერსალურია ყველასთვის. სადაც მოიაზრება როგორც ცილები, ცხიმები, ასევე ნახშირწყლები. მნიშვნელოვანია მინერალების ჩართულობა, რადგან ძვლების აშენება იწყება C ვიტამინის დამსახურებით, ის ხარიხების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, შემდეგ ამას ერთვება ბორი და  C ვიტამინის უნიკალური წყარო. რა საკვირველია უალტერნატივოა ხილი და ბოსტნეული ნედლი სახით. შემდეგ ამაში ერთვება ბორი და K ვიტამინიც კი. აღარაფერს ვლაპარაკობ D ვიტამინზე, კალციუმზე და ცილებზე, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
რძის ნაწარმის ჩართვა ბავშვის რაციონში არის ყოველდღიური აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სპეციალურმა რეკომენდაციებმა ჩვენ გვითხრეს, რომ დიახ, ბავშვმა დღეში 3–4 ჭიქა რძე უნდა მიიღოს, აქ არ იგულისხმება მართლაც რძე. აქ იგულისხმება რძის ექვივალენტი პროდუქტები და ამაში შეძლება თავისუფლად მოვიაზროთ რძის ნაწარმი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ბავშვს სეზონურად ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. ჩნდება კითხვა, რატომ? დადგენილია, რომ ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, ან კურსობრივი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ბავშვის ნაწლავი უფრო ძნელად და შეფერხებით ითვისებს კალციუმს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია არის, ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე აუცილებლად მიეცით ბავშვს მაწონი. ჯერ ერთი, ეს არის ადვილად შეთვისებადი ცილა, არის D ვიტამინი, A ვიტამინი და ძალიან ბევრი პროდუქტი მზა სახით. მასში არის კალციუმი და ფოსფორი იდეალური თანაფარდობით. და რაც მთავარია, ცოცხალი ბაქტერიები, რომელიც გააჯანსაღებს ფლორას და ამ ნივთიერებების შეთვისებაში გვეხმარება.
რაც შეეხება პრობლემას, მინდა ვისაუბრო რამდენიმე საკითხზე. თუნდაც ავადმყოფობის დროს, არ წაახალისოთ ბავშვი გაზიანი სასმელით, რადგან გაზიან სასმელებში დაგაზვისთვის გამოყენებულია ნახშირორჟანგი, რომელიც პირდაპირ ემაგრება კალციუმს და ეს ბმა ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვას იწვევს. ეს არის ცუდი არჩევანი. ამიტომ აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი კომპონენტი, თუ ამ გაზიან სასმელში არის კოფეინის მაღალი შემცველობა, ის გამორეცხავს კალციუმს ორგანიზმიდან. ეს ეხება ყველა ასაკის ადმიანს.
კიდევ ერთი კომპონენტი, ზგიერთი პრეპარატი, რომელიც ანტიბიოკტიკების გარდა არის დანიშნული, მაგალითად ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი, გამოირჩევა იმ თვისებით, რომ მას გამოაქვს რგანიზმიდან კალციუმი და კალციუმის ძირიადი გამცემი, დონორი არის ხოლმე ძვალი. ამიტომ, თუ თქვენ ხანგრძლივად გჭირდებათ ამ ტიპის პრეპარატების მოხმარება, აუცილებლად შეამოწმეთ ძვლის სიმკვრივე. ეს არის სპეციალური გამოკვლევა დენსიტომეტრია, ან შემოწმდეს კალციუმის და D ვიტამინის დონე ადამიანის ორგანიზმში.
კიდევ ერთი უცნაური რამ, რაც მე მინდა გითხრათ უკავშირდება ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ცილის შემცველი პროდუქტები. რა თქმა უნდა ხორბალი, ლობიო და მსგავსი პროდუქტები კალციუმსაც შეიცავს და ფოსფორსაც . მაგალითად ლობიოში არის იდეალური კომბინაცია კალციუმის და ფოსფორის, რაც ერთდროულად სჭირდება ძვლოვან სისტემას. ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ თევზზე, მასში არის ფოსფორიც, ფტორიც და ამავე დროს ომეგა 3, რომელიც უჯრედს ეხმარება ამ პროცესების შეთვისებაში. მაგრამ თუ ბავშვი არის ძირითადად ხორცის მჭამელი, რა თქმა უნდა ეს პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ, მაგრამ თუ ბავშვის რაციონში ძირითადად ცილოვანი საკვებია (ეს ეხება ზრდასრულის რაციონსაც), მაშინ შესაძლოა ჭარბმა ცილოვანმა დატვირთვამ გამოიწვიოს კალციუმის გამორეცხვა.
უნდა გადავანაწილოთ რაციონი ისე, რომ პროდუქტი მდიდარი იყოს ცილით, რკინით, კალციუმით და ა.შ. აღარაფერს ვლაპარაკობ წყალზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყველა შემთხვევაში გვჭირდება.

21210
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```