როდის ანელებს კალცი ბავშვის ზრდის ტემპს და რა სჭირდება სინამდვილეში მოზარდის ძვლებს სიმტკიცისთვის
როდის ანელებს კალცი ბავშვის ზრდის ტემპს და რა სჭირდება სინამდვილეში მოზარდის ძვლებს სიმტკიცისთვის
ალბათ ყველამ იცით - ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქცია ორგანიზმისათვის მყარი საყრდენის შექმნა და გადაადგილების უზრუნველყოფაა.
ახალშობილის ძვლოვანი სისტემის ნაწილი ხრტილოვანი ქსოვილითაა წარმოდგენილი, ბავშვობის მანძილზე ნელ-ნელა ხდება მისი გაძვალება და ძვლოვანი სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება.
ის თუ იცით, რა ნივთიერებებია საჭირო იმისათვის, რომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მყარი და საიმედო იყოს?
პირველი, რაც ძვლის სიმტკიცეზე საუბრისას გვახსენდება, კალციუმია, თუმცა მხოლოდ ის როდია მყარი ძვლის გარანტი. ამიტომ ხშირად მყარ ძვლებზე ზრუნვის მიზნით პატარას ხან დაფქვილ კვერცხის
ნაჭუჭს, ხანს კალციუმის ტაბლეტებს, ხანაც სიროფების სხვადასხვა სახეობას დიდი რადოენობით აძლევენ.
მაგრამ ძვალი მხოლოდ კალციუმი არ არის.
დღეს ძვლის სიმტკიცსათვის საჭირო მთავარ ნივთიერებებზე და პროდუქტებზე ვისაუბრებთ.

ასე საჭირო კალცი


ორგანიზმის კალციუმის 99% სწორედ ძვლებშია თავმოყრილი, ფოსფორთან ერთად ის ჰიდროქსიაპატიტის კრისტალებს ქმნის, რაც ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს.
მოთხოვნილება კალციუმზე ასაკის შესაბამისად სხვადასხვაა - 0-1 წლამდე 400-600 მგ, 1-10 წლამდე - 800-1200 მგ, ხოლო 11-დან 24 წლამდე -1200-1500 მგ დღიურად.

სად ვეძებოთ კალცი


ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები და მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ამიტომ ბავშვის რაციონში ამ პროდუქტების ჩართვა აუცილებელია.

კოფეინი და კალციუმი - ძველი მტრები


გახსოვდეთ, კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ტკბილი გაზიანი სასმელები კოფენით) ძვლიდან
კალციუმის გამორეცხვას იწვევს, ამიტომ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით გამოყენება პირდაპირ კავშირშია ძვლების სიმტკიცის დაქვეითებასთან.

რა მოხდება, თუ კალციუმს დიდი რაოდენობით მივიღებთ


ორგანიზმისათვის არასაჭირო, აუთვისებელი კალციუმი შესაძლებელია გამოილექოს თირკლემებში და შარდ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკი შექმნას.
შესაძლებელია დაიწყოს ნაადრევი გაძვალების პროცესები და ზრდის ტემპის შენელება.
ამიტომ კალციუმის პრეპარატების გადაჭარბებული და უსისტემო გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფოსფორი - მეორე კალციუმის შემდეგ


კალციუმის შემდეგ ფოსფორი ძვლის მთვარი შემადგენელი ნაწილია. მისი დეფიციტი ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციის დარღვევას, ოსტეოპოროზის განვითარებას.
ფოსფორით მდიდარი საკვებია თევზეული, გოგრა, მზესუმზირის და გოგრის თესლი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები.

D ვიტამინი - საუკეთესო საჩუქარი მზისგან


კალციუმის და ფოსფორის ცვლას D ვიტამინი არეგულირებს. მტკიცე ძვლები მისი მიღების გარეშე წარმოუდგენელია.  D ვიტამინის მთავარი წყარო მზის სხივებია. 1 წლამდე ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია დ ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის 400 საერთაშორისო ერთეულის მიღება, იმ შემთხვევაში კი, როცა დ ვიტამინის დეფიციტი ვითარდება, საჭიროა მისი სამკურნალო დოზით მიღება, რომელიც გაცილებით უფრო მეტია, ვირდე საპროფილაქტიკო დოზა.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებმა D ვიტამინს ჰორმონული თვისებები აღმოუჩინა, დადგენილია, რომ ძვლის სიმტკიცის გარდა ის ხელს უწყობს გილ-სისხლარღვთა, ნერვული სისტემის, სიმისვნური დაავადებების პროფილაქტიკას, იმუნური სისტემის რეგულირებას.

კოლაგენი


კოლაგენი ცილაა, რომელიც ძვლებში კალციუმისა და ფოსფორის მარილებს შორის ლაგდება და ძვლის კარკასს ქმნის. სწორედ ისაა ძვლის სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც ძლების ელასტივობას განაპირობებს. ამიტომ როცა ძვლის სიმყარეზე ვსაუბრობთ, გვახოვდეს, ბავშვისათვის აუცილებელია პროტეინების მიღება.

მაგნიუმი


დაახლოებით 300 ენზიმის შემდგნელობაში შემავალი ეს მეტალი აუცილებელია კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებისათვის, ორგანიზმში არსებული მაგნიუმის 60% ძვლებშია თავმოყრილი და ზემოქმედებს კალციუმისა და ფოსფორის კრისტალების ზომებზე. რაც უფრო დიდი ამ კრისტალების ზომები, მით უფრო მყიფეა ძვალი და პირიქით.
მაგნიუმის წყაროს წარმოადგენს ნუში, ქეშიუ, სოიო, ისპანახი, ავოკადო, კარტოფილი, ხორცი, ქიშმიში.

სპილენძი


აუცილებელია ძვლის ჩამოყალიბებისა და მინერალიზაციისათვის , დაზიანებული ძვლის სტრუქტურის აღდგენისათის. სპილენძით მდიდარი პროდუქტებია ღვიძლი, არაქისი, თხილი, კრევეტები.

თუთია


უზრუნველყოფს ძვლების ზრდას, კოლაგენის სინთეზს, შედის დაახლოებით 300 ფერმენტის შემადგენლობაში.
თუთიით მდიდარია ხორცეული, სოიო, ზღვის პროდუქტები, საფუარი, სეზამი

მანგანუმი


აუცილებელია ძვლის ფორმირებისათვის, ის ხელს უწყობს ჰორმონების, საკვები ნივთიერებების სწრაფ გადასვლას ძვალში.
მანგანუმი უხვადაა მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, ნიგოზში, ჩაიში, დაუცეხვავ მარცვლოვნებში

ბორი


ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეკავებას ორგანიზმში, მას უხვად შეიცავს გარგარი, წიწიბურა, ლობიო.

ვიტამინი


სისხლის შედედების პროცესებში აქტიური მონაწილეობის გარდა , ის მონაწილეობას იღებს ძვლის სიმტკიცისათვის აუცილებლი ცილის - ოსტეოკალცინის სინთეზში.
ამ ვიტამინს მიწოდება ბავშვისათვის ბროკოლის, ღვიძლის, ისპანახის, ქათმის ხორცის, კივის საშუალებით შეგიძლიათ.

C ვიტამინი


მისი მრავალი დადებითი გავლენის და როლის შესახებ ალბათ გსმენიათ. ის ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ძლების ჩამოყალიბებისათვის, რადგან მონაწილეობას იღებს ძვლის მთავარი ცილის, კოლაგენის სინთეზში. C ვიტამინის წყაროა ციტრუსები, ხილი და ბოსტნეული.

A ვიტამინი


მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვლის ფორმირებისათვის, მისი საჭირო რაოდენობით მიღება ამცირებს მოტეხილობების რისკს.
მთავარი საკვები წყარო -რძე და რძის პროდუქტები, გოგრა, კვერცხი, სტაფილო, გოგრა.

დაბოლოს, გახსოვდეთ, ძვლის განახლება მუდმივი პროცესია და ის მთელი ცხოვრების მანძლზე მიმდინარეობს.
ძვლის ჯანმრთელობისათვის ჯანსაღი კვება აუცილებელია.
საკვები დანამატების მიღება მხოლოდ ექიმის მიერ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პატარას კვება მოუწესრიგებელია, ის არ იღებს საჭირო საკვებს ან რომელიმე ნითიერების ათვისება დარღვეულია.
და კიდევ - ზედმეტი კალციუმის მიღება სულაც არ ნიშნავს ჯანმრთელ ძვალს!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
14753
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```