ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია საზოგადოებას საგანგაშო ინფორმაციას ამცნობს, რომელიც ანტივაქსერული კამპანიის კიდევ ერთ სავალალო შედეგს ეხება:
"ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რასაც ახასიათებს კუნთების რიგიდობა და გაუსაძლისი ტკივილები, პაციენტი რეალურად კვდება ტანჯვით.
ამ საშინელი დაავადების კონტროლი კაცობრიობამ შეძლო ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით, რომელიც უსაფრთხოა და თითქმის 100%-ანი ეფექტურობით გამოირჩევა.
თუმცა აბსურდულ, არაკომპეტენტურ, ალოგიკურ მსჯელობებზე და ბოდვებზე დაფუძნებული, მავნებლური ანტივაქსერული მოძრაობის შედეგად არავაქცინირებული, ანუ დაუცველი ბავშვების რიცხვი გაიზარდა და ამის შედეგად ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ში პირველი ტეტანუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტი - 6 წლის ბიჭი;
დიაგნოზი: ტეტანუსი;
მკურნალობის ხანგრძლივობა - 57 დღე;
მკურნალობის ხარჯი: 800 000$.
მიუხედავად იმისა, რომ 57 დღე ბავშვმა სრულ კოშმარში და ტანჯვაში გაატარა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მშობლები მაინც უარს ამბობენ ვაქცინაზე".
ამ თემაზე იხილეთ უფრო ვრცლად:
როდის ემუქრება ბავშვს ჭრილობიდან ტეტანუსი და რა შემთხვევაშია აცრა აუცილებელი