წითელას ეპიდემიის გამო ნიუ იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოქტომბრის შემდეგ როკლენდის ოლქში 300 ათას მოსახლეზე დაავადების 153 შემთხვევა გამოვლინდა.
ხელისუფლება 500 დოლარითა და 6 თვიანი პატიმრობით ემუქრება მას, ვინც აუცრელად გამოჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
უახლოესი 30 დღის განმავლობაში აუცრელი არასრულწლოვნები სკოლაში არ დაიშვებიან. ასეთი ხისტი გადაწყვეტილება ხელისფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც წითელას ეპიდემიამ ვაშინგტონის, კალიფორნიის, ტეხასისა და ილინოისის შტატებში იფეთქა.
წითელას ეპიდემიაა საქართველოშიც. დაავადების გავრცელების მატებით ჯერ კიდევ იანვარში საქართველომ მსოფლიოში მე-5 ადგილზე იყო. ბოლო 2 თვეში კი მესამე ადგილზე აღმოჩნდა.