"3 ბავშვი გახლდათ წლამდე ასაკის და შესაბამისაად, აუცრელი, მეოთხე კი მოზარდი, რომლისთვისაც აცრა არ შეიძლებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აცრის წინააღმდეგ ჩვენება იყო. სამ მათგანს პნევმონიით გაურთულდა დაავადება, ხოლო ერთი ბავშვი ენცეფალიტით დაიღუპა. განვითარებულ ქვეყნებში (და ჩვენთანაც) წითელას შემთხვევაში დაახლოებით 1000 პაციენტიდან 1 იღუპება. ასევე გასათვალიწინებელია ქვემწვავე პანენცეფალტი, რომელიც წითელას გვიანი გართულებაა 10-15 წლის შემდეგ. ეს იშვიათი, მაგრამ ფატალური გართულებაა“ - განმარტავს პაატა იმნაძე Mshoblebi.ge-სთან.
ქვეყანაში კვლავ გრძელდება წითელას ეპიდაფეთქება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. შემთხვევები კონცენტრირებულია ძირითადად დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, თბილისში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაჩვენებელი მაღალია სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. რისკ ჯგუფში კი 20-40 წლის ადამიანები შედიან.
"წლამდე ასაკის ბავშვი რომ წითელათი ავად ხდება, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ამ ბავშვს დაემართება ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა წითელასი და სასიკვდილოა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით 10-15 წლის მერე რა შედეგები მოჰყვება წითელას ეპიდემიას. ვის დაემართება ქვემწვავე ენცეფალიტი, მისი მკურნალობის გზები არ არსებობს. წითელას თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის აცრა.
ქვემწვავე პანენცეფალიტის განვითარების ყველაზე დიდი რისკი წლამდე ასაკში გადატანილი წითელაა. ამიტომ გვინდა, რომ ყველა დედა იყოს აცრილი, რადგან დედისგან უნდა გადაჰყვეს შვილს იმუნიტეტი, სანამ ის წლამდე ასაკში აიცრება" - განაცხადა პაატა იმნაძემ Mshoblebi.ge-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში.
ვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება