იწვევს თუ არა ბავშვებში სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება, ცეკვა, არასწორი ჯდომა, ფიზიკური დატვირთვა - ორთოპედის რჩევები
იწვევს თუ არა ბავშვებში სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება, ცეკვა, არასწორი ჯდომა, ფიზიკური დატვირთვა - ორთოპედის რჩევები
სქო­ლი­ო­ზი უამ­რავ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, მო­ზარდს აწუ­ხებს. თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა არ ხდე­ბა, რად­გან სა­წყის ეტაპ­ზე მისი სიმპტო­მე­ბის შემ­ჩნე­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. ხერ­ხემ­ლის ტკი­ვი­ლის ან თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს არა მხო­ლოდ სხე­უ­ლის და­მა­ხინ­ჯე­ბას, არა­მედ სხვა უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბა­საც.

და­ა­ვა­დე­ბის გახ­ში­რე­ბას ხელი შე­უ­წყო თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტილ­მაც. ადრე თუ ბავ­შვე­ბი ეზო­ში დიდ­ხანს თა­მა­შობ­დნენ, დღეს პი­რი­ქით, ბავ­შვი უმე­ტეს დროს სახ­ლში, შე­და­რე­ბით პა­სი­უ­რად, ეკ­რა­ნის წინ ატა­რებს.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სქო­ლი­ო­ზი ძი­რი­თა­დად გო­გო­ებს ემარ­თე­ბათ. სტა­ტის­ტი­კუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 7 გო­გო­ზე მო­დის ერთი ბიჭი.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არ­სე­ბუ­ლი მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა ხერ­ხემ­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გის, ვერ­ტებ­რო­ლო­გის ირაკ­ლი ვარ­ძუ­კა­ში­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სქო­ლი­ო­ზი არის ხერ­ხემ­ლის პა­თო­ლო­გი­უ­რი გამ­რუ­დე­ბა პირ­და­პირ პრო­ექ­ცი­ა­ში, რო­დე­საც გამ­რუ­დე­ბის კუ­თხე გა­დას­ცდე­ბა 10 გრა­დუსს. სქო­ლი­ო­ზი მა­შინ ხდე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი, როცა ხერ­ხე­მა­ლი უკვე გა­და­იხ­რე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რი ღერ­ძი­დან.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სქო­ლი­ო­ზი?

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შვის ხერ­ხე­მა­ლის სის­ტე­მა­ტი­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს. თუ აღ­მო­ა­ჩენთ, რომ თავი არაა ტორ­სის ცენ­ტრში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მხრის დო­ნე­ე­ბი, ახა­სი­ა­თებს ნეკ­ნო­ვა­ნი კუზი ან მენ­ჯის ასი­მეტ­რია, ტორ­სი წაქ­ცე­უ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. ამ დროს და­ყოვ­ნე­ბაც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ მოხ­დეს. ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა „S“ ან „C“ ფორ­მის გამ­რუ­დე­ბა.

ამ ნიშ­ნე­ბის
აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბიც სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა, გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, თმი­ა­ნო­ბა ტან­ზე, ლა­ქე­ბის არ­სე­ბო­ბა სხე­ულ­ზე, ტორ­სის ფორ­მა, ტერ­ფე­ბის დე­ფორ­მა­ცია. სქო­ლი­ო­ზის დად­გე­ნა ხდე­ბა ხერ­ხემ­ლის სვე­ტის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით პირ­და­პირ პრო­ექ­ცი­ა­ში.

ზო­გა­დად, ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა იწყე­ბა ტან­დე­გო­ბის დარ­ღვე­ვით. ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ტორ­სის კუნ­თე­ბის სუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია. თუ მისი ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ მოხ­და და და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სირ­და, მა­შინ უკვე ყა­ლიბ­დე­ბა სქო­ლი­ო­ზი. სა­ჭი­რო, თა­ვი­დან­ვე გა­ნი­სა­ზღვროს, ეს სქო­ლი­ო­ზია თუ ტან­დე­გო­ბის დარ­ღვე­ვა, რათა თა­ვი­დან­ვე სწო­რად წა­რი­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი.

რა ასა­კის ბავ­შვებ­ში გვხვდე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად სქო­ლი­ო­ზი?
სქო­ლი­ო­ზის „გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ასა­კი გო­გო­ნებ­ში არის 8-9-10 წელი და პირ­ვე­ლი მენსტრუ­ა­ცი­ი­დან ორი წელი. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ჭებს, ეს არის 8-9-10 წლის ასა­კი და გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი 12-13-14 წლის ასა­კი­დან.

რა იწ­ვევს სქო­ლი­ოზს?
სქო­ლი­ო­ზის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, ასე ცალ­სა­ხად, დად­გე­ნი­ლი არ არის. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, მი­ახ­ლო­ე­ბით 40 პრო­ცენ­ტში. ძი­რი­თა­დად სქო­ლი­ო­ზის 80% არის იდი­ო­პა­თი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ის, რომ მძი­მე ჩან­თის ტა­რე­ბა, ცეკ­ვა ან ბრტყე­ლი ტერ­ფი იწ­ვევს სქო­ლი­ოზს, მი­თია.

რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ სქო­ლი­ოზს?
სქო­ლი­ო­ზის უმე­ტე­სად ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მკურ­ნა­ლო­ბენ. სქო­ლი­ო­ზის მხო­ლოდ 0.5-5 პრო­ცენ­ტი სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ხერ­ხემ­ლის კო­რექ­ცი­ას. მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რია და მო­ი­ცავს სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რას, მა­საჟს, ცურ­ვას, სწორ კვე­ბას, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას. ეს ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და ის ცხოვ­რე­ბის წე­სად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ბავ­შვს აღარ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს იმის შეხ­სე­ნე­ბა, რომ სწო­რად იჯ­დეს, იდ­გეს. სა­წო­ლი მა­გა­რი და სწორ­ზე­და­პი­რი­ა­ნი უნდა იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მე­ცა­დი­ნოდ სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მა­გი­და და სკა­მი ედ­გას.

მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის გრა­და­ცი­ა­ზე.

  • 10-25 გრა­დუ­სამ­დე სა­ჭი­რო­ებს დაკ­ვირ­ვე­ბას დი­ნა­მი­კა­ში და სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რას დღე­ში 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე ცურ­ვას.
  • 25-40 გრა­დუ­სამ­დე სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ა­ლურ ხერ­ხემ­ლის კორ­სეტს, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იკე­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის. კორ­სე­ტის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღე­ში 18-20 სა­ა­თის მან­ძილ­ზე, ასე­ვე სა­ჭი­როა სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რა.
  • 40-45 გრა­დუს­ზე და ზე­ვით აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია კეთ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რია – ხერ­ხემ­ლის სტა­ბი­ლი­ზა­ცია, დე­რო­ტა­ცია, კომ­პრე­სია, დის­ტრაქ­ცია მე­ტა­ლო­კონ­სტრუქ­ცი­ის (ტრან­სპე­დი­კუ­ლი ჭან­ჭი­კე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბით, ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მო­ყე­ნე­ბით. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი არის 6 თვი­დან 1 წლამ­დე.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა ხერ­ხემ­ლის ცენ­ტრში სქო­ლი­ო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დებს მი­მარ­თავთ?
„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ არის ერ­თა­დერ­თი კლი­ნი­კა, სა­დაც ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სქო­ლი­ო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ, აქ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ორი­ვე მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა - რო­გორც კონ­სერ­ვა­ტუ­ლი, ასე­ვე ოპე­რა­ცი­უ­ლი.

რა სა­ხის ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებთ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის­თვის მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა ხერ­ხემ­ლის ცენ­ტრში?
დღეს­დღე­ო­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა ხერ­ხემ­ლის დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცი­პე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ას (ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­ცუ­ლია 98%) და თა­ნა­მედ­რო­ვე იმპლან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ტი­პის ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის კო­რექ­ცია. გა­მო­სა­ვა­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მხრივ - 95%.

რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან სქო­ლი­ო­ზი?
რაც უფრო მა­ღა­ლია ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, მით ნაკ­ლე­ბია სქო­ლი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. ექი­მი სწო­რად გან­სა­ზღვრავს, საქ­მე გვაქვს სქო­ლი­ოზ­თან, თუ ტან­დე­გო­ბის დარ­ღვე­ვას­თან. მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რად და­გეგ­მვი­სა და წარ­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია.
2173
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამუნა
0
და სწორედ ამ ირაკლი ვარძუკაშვილმა რატომ აუკრძალა ჩემს შვილებს ცეკვა, თუკი მითი იყო ?!
13:42 / 09-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?