ალბათ ხშირად გესმით, რომ უწინ ხალხი უფრო ჯანმრთელი იყო და უფრო ძლიერი ბავშვებიც იბადებოდნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ საქართველოში არ ეჩვენებათ ასე. ამ შეხედულებას ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკიც გამოეხმაურა.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თანამედროვე ბავშვებს დაბადებიდანვე პრობლემები აქვთ და სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდებათ. მართალია, რომ დღეს უფრო სუსტი და დაავადებებისადმი მიდრეკილი ბავშვები იბადებიან ვიდრე მათი მშობლების ან ბებია-პაპების თაობაში? ალერგია, გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზი... ამ დიაგნოზებზე ადრე მხოლოდ ძალიან "წინ წასული" პედიატრები საუბრობდნენ, დღეს კი თითქმის ყოველ მეათე ბავშვს მსგავს დიაგნოზს უსვამენ. ასეა თუ ამა სინამდვილეში?
ჩემი პასუხი ასეთია: სინამდვილეში ასე არაა. ილუზიას, თითქოს ბავშვები მასობრივად ავადდებიან, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
მენტალური ჩვევა, რომ ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობენ და წერენ ყველგან. კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები, უპირველესად კი სოციალური ქსელები, სადაც ერთი ბავშვის "გლუტენის აუტანლობა" ათასობით ადამიანის განხილვის და კომენტარის მიზეზი ხდება. ხალხის ხარჯზე ბიზნესის კეთება და ადამიანთა "სიბნელე", რომელიც უამრავ მცდარ შეხედულებას წარმოშობს. სპეციალურად, ფულის საკეთებლად შექმნილი წამლები და ფარმაცევტული პროდუქცია - ისინი ვიღაცამ ხომ უნდა იყიდოს? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ზოგიერთი ექიმი. დაბალი ანაზღაურება, მედიისგან და საზოგადოებისგან გამუდმებული დამცირება და ზეწოლა ამ ექიმებს ლაბორატორიებთან, აფთიაქებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობას აიძულებს.
როცა ბავშვის სამედიცინო მომსახურება უზარმაზარ ბიზნესკომპანიებს ამუშავებს, რა თქმა უნდა, მშობლების გა
ექიმმა კომაროვსკიმ საღად მოაზროვნე მშობლების 7 ნიშან-თვისება დაასახელა - შეამოწმეთ საკუთარი თავი
ექიმ კომაროვსკის დაახლოებითი მენიუ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის
რას ფიქრობს ექიმი კომაროვსკი ამოსახველებელ წამლებზე - 4 ვერსია