მარიანა იოსებაშვილი ექიმი-დიეტოლოგია. ის ისრაელში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში თავისი სწორი კვების რეჟიმით გახდა პოპულარული. ის ეხმარება ადამიანებს ჭარბ წონასთან ბრძოლასა და ზედმეტი კილოგრამების დაკარგვაში.
- ჩემი მეთოდი ითვალისწინებს სწორ, დაბალანსებულ კვებას. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსს ორგანიზმისთვის. ყოველი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და არა შიმშილი. კვება არის 3-4 ჯერადი. დილით აქვთ თავისუფალი მენიუ,მაგრამ ეს არ ნიშნავს ცხიმებში შემწვარ პროდუქტს. ასევე დილით არის დაშვებული 5 დღეში ერთხელ ის პროდუქტი,რომელიც ძალიან უნდათ. 350 გრ არის თითო კვება, რა თქმა უნდა, 5-ჯერადი კვებასაც ითვალისნინებს ეს რეჟიმი, მაგრამ 350 გრ.უკვე ბევრია.
საუზმეზე დაშვებულია პურიც. მხოლოდ ჭვავის 2 ნაჭერი. ასევე კარგია 2 ლიტრამდე წყალი. სადილს რაც შეეხება, ყველაფერი არის მოხარშული ან ღუმელში მომზადებული, დაშვებულია 1ჩ.კ ცხიმიც,მაგრამ არის პროდუქტები, რომლებიც ერთიმეორეს არ შეესაბამება და არ ვიღებთ. არანაირი ცხიმი ვახშამზე, მაგრამ არის უამრავი არჩევანი. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ხაჭო 100გრ+ვაშლი და ქლიავის ჩირი.
- რა მოთხოვნების შესრულება უწევთ თქვენს პაციენტებს?
- ჩემი პაციენტი,რომელიც იმყოფება ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ აუცილებლად არის რეჟიმში, ცოტა მკაცრიც ვარ პაციენტებთან და თან მეგობრულიც. ყოველ პაციენტს აქვს ჩემი შედგენილი მენიუ და დღის განრიგი,რომელსაც მკაცრად ვამოწმებ.
რომ კვებებს შორის არაფერი მიიღოს გარდა წყალი, ჩაი,ყავა რომ სამივე კვება იყოს ერთი და იგივე წონის. მიიღონ სითხე დღის პირველ ნახევარში. დიდი ყურადღება მიაქციონ სწორ ვახშამს არანაირი შაქრის შემცვლელი.(არსებობს შავი შოკოლადი, თაფლი და რუხი შაქარი, რომელიც საუზმეს შეუძლიათ შეუფარდონ)
- რა შედეგები აქვთ ამ ადამიანებს?
- შედეგები არის როგორც წონის კლება, ასევე უამრავი დაავადების მოგვარება. მოგეხსენებათ ჭარბ წონას მოჰყვება უამრავი დაავადება. მყავს პაციენტი რომელმაც 18 თვეში დაიკლო 70კგ. ეს იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, თუმცა ვთვლი, რომ თითოეული კილოს კლებაც დიდი მიღწევაა, როდესაც არ შიმშილობ, იკვებები და იკლებ წონაში. ასევე, ძალიან მინდოდა საქართველოში საქველმოქმედო აქციები მქონოდა, მით უმეტეს, მე ისრაელში ვცხოვრობ და ხშირადაც ვერ ვახერხებ საქართველოს ვესტუმრო, მაგრამ ჩემი ოცნება იყო დავხმარებოდი იმ მოხუცებს რომლებსაც არავინ ჰყავთ. ვფიქრობ, უზომოდ გავახარეთ 28 დეკემბერს, როცა უამრავი ნივთი თუ საკვები გადავეცით. ცოტა მაინც გავუთბეთ ის გულები, რომლებიც ნატკენი აქვთ. ასევე შემოდგომას ვგეგმავ აქციას უსახლკარო ბავშვებისთვის, ამ დროს მეც აუცილებლად ჩამოვალ და თვითონ მოვეფერები მათ.
- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ? - პირველ რიგში ვურჩევდი,რომ უყვარდეთ საკუთარი თავი. ამისთვის არაა საჭირო შიმშილი. დამიჯერეთ ეს პრობლემა არაა დაუძლეველი, მთავარია, სწორად იკვებოთ
- რა აზრის ხართ თვითნებურ დიეტებზე?
- ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება ადამიანმა ორგანიზმს დაუშავოს. ეს არის გზა უამრავი დაავადებისკენ და უარესი ჭარბწონიანობისკენ
- რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ წარმატებად?
- ჩემი წარმატება, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია. მყავს უსაყვარლესი მეუღლე და 4 შვილი. ჩემი უდიდესი წარმატებაა პაციენტები, რომლებიც მოდიან ძალიან დარდიანები და ზოგი მტირალიც კი და მიდიან ბედნიერები, თავაწეულები, ლამაზები და ჯანმრთელები. ამაზე დიდი წარმატება რა უნდა იყოს,როცა ყოველდღოურად ასიათასობით სამადლობელი და ლოცვა მოგდის.მე ბედბიერი ვარ, რომ მივაღწიე იმ მიზანს, რაც დავისახე,მივაღწიე იმას,რომ ცოტა მაინც შევძელი ადამიანებში დამებრუნებინა იმის რწმენა, რომ შეგვიძლია დავამარცხოთ ის ვერაგი საუკუნის დაავადება, რასაც ჭარბი წონა ჰქვია.
ნინო ჯიქურაული: „ხანმოკლე და არათანმიმდევრული დიეტა შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იძლევა“
"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც" - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები