- ძვლების და სახსრების ტკივილი
- ხშირი გაციება და ავადობა
- ღამით ოფლიანობა
- დაღლილობა და თავის ტკივილი
- დეპრესია და შფოთვითი აშლილობა
- ჭრილობის შეხორცების შეფერხება
- ძვლის სიმკვრივის შემცირება
- თმის ცვენა
- კუნთების სისუსტე, ტკივილი და სპაზმები
- ზოგადი სისუსტე
- დაქვეითებული იმუნიტეტი
- დაბალი კალციუმის რაოდენობა სისხლში
- გაღიზიანება და გუნებაგანწყობის ცვალებადობა
- წონის მომატება
D ვიტამინის დეფიციტი უკავშირდება გაზრდილ რისკს კიბოს განვითარების, ბავშვებში ასთმის განვითარების, კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების, ინსულინრეზისტენტობის, დიაბეტისს, შემეცნებითი უნარების გაუარესების, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, აკნეს, ქრონიკული რინოსინუსიტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, აუტოიმუნური დაავადებების, იმუნური სისტემის დეაქტივაციის, დეპრესიის ნერვული დაავადებების და სხვა გაზრდილ რისკებს
ამიტომ, უნდა შემოწმდეს სისხლში D ვიტამინის დონე და მოხდეს მისი დონის შევსება შემდეგ კი დღიური ნორმების მიღება. D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.