"აბანავეთ ბავშვები გრილ წყალში" - ცხელ ზაფრულთან დაკავშირებით ბავშვებისთვის სპეციალური რეკომენდაციები ქვეყნდება
"აბანავეთ ბავშვები გრილ წყალში" - ცხელ ზაფრულთან დაკავშირებით ბავშვებისთვის სპეციალური რეკომენდაციები ქვეყნდება
წელს, სპეციალისტების შეფასებით, ცხელი ზაფხული იქნება. მაღალ ტემპერატურას ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს.  როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან? 

თუ ბავშვს ეს სიმპტომები შენიშნეთ, სასწრაფოდ გადაიყვანეთ გრილ ადგილზე და მიეცით დიდი რაოდენობით სითხე. თუ ძუძუთი კვებაზე გყავთ, დამატებით სითხის მიცემა აღარაა საჭირო. მაგრამ, თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რომ საკმარისი რძე გქონდეთ. ეს სიმპტომებია:
  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • ინტენსიური წყურვილი
  • შარდის შეკავება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • დაბუჟება
  • კუნთების ტკივილი
  • კუნთების სპაზმი
  • ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)
რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებს სახლში გამოკეტავთ, შეიძლება ისინი გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ, უნდა დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა და გასართობი თამაში, რომ შეზღუდოთ მათი ტელევიზორთან ან სხვა ტექნიკასთან გატარებული დრო.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ ოთახში სიგრილე

  • თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი
    ოთახი.
  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას.
  • დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით.
  • თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღია, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება.

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია

  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
  • აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში, სანამ არ იგრძნობს თავს გამოცოცხლებულად. აუცილებელია, ყოველთვის ადევნოთ თვალი მას აბაზანაში.
  • თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება
  • გადით გარეთ უფრო გრილ პერიოდში
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.
  • მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი მზისგან, დააფარეთ შესაბამისი ქუდი ან ქოლგა. ჩააცვით ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც დამზადებული იქნება ჰაერგამტარი მასალისაგან.
  • ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50%-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.
  • თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისაგან.  უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.
მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა. 


2053
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```