აქვს თუ არა გასახდომი ეფექტი ლიმონიან წყალს და რისთვის არის ის ყველაზე ეფექტური - ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები
აქვს თუ არა გასახდომი ეფექტი ლიმონიან წყალს და რისთვის არის ის ყველაზე ეფექტური - ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები
ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანები სხვადასხვა ტიპის გაზიან თუ არაგაზირებულ გამაგრილებელ სითხეს იღებენ. მათ შორისაა, ლიმონიანი წყალი. რამდენად უსაფრთხოა მისი მიღება ყოველდღე და რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის ის ადამიანებს, ან რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ყოველდღიურად მსგავსი სითხეები, ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი საუბრობს:

- გააჩნია რა კონცენტრაციისაა სითხე, რომელსაც ვიღებთ. თუ ლიმონიანი წყალი გაზავებულია, აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუ ძალიან კონცენტრირებულია, შეიძლება გარკვეული პრობლემები მიაყენოს კუჭ-ნაწლავს. თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს, მათთვის საერთოდ ა

რაა რეკომენდებული ლიმონიანი წყლის დალევა. გააჩნია, რა ხარისხით აქვს პრობლემები, იმის მიხედვით. ცალსახა პასუხი არ არსებობს.

ვისაც კუჭნაწლავის პრობლემები აქვს, ლორწოვანის გააქტიურება მოხდება, თუ აქვთ გასტრიტი, წყლული გაუმწვავდებათ. ლიმონიანი წყალი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში არსებული პროცესების გააქტიურებას და გამოვლენას.

- ლიმონიან წყალს დიეტისთვისაც იყენებენ ხოლმე, რა ეფექტი აქვს მას ამ შემთხვევაში?

- დიეტისთვის ამ მეთოდს ხშირად არ იყენებენ. ჩემი პაციენტებიდან 100-დან 1 თუ მეტყვის, რომ ლიმონიან წყალს სვამს გასახდომად. მისი დალევა გასახდომად არ არის ეფექტური. ლიმონიანი წყალი რომ ახდუნებდეს, ამერიკაში მომატებულია ჭარბწონიანობა, ისინი ამ მეთოდს არ გამოიყენებდნენ? ლიმონიანი წყალი არის დამხმარე საშუალება სისხლის გასათხელებლად, მეტი არაფერი.

- რა ტიპის სითხეების დალევაა რეკომენდებული ზაფხულის ცხელ დღეებში?

- არაფერი, სუფთა წყლის გარდა. სუფთა წყალზე კარგი ჯანმრთელობისთვის არაფერია.

- როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში?

- კვების რაციონი უნდა იყოს: 8-დან 10-მდე საუზმე, 2-დან 4-მდე სადილი, 7-დან 8-მდე ვახშამი და წყალი. დღის გამნავლობაში, მინიმუმ, ლიტრა-ნახევარი სუფთა წყალი, რომელიც ნაწილდება თანაბრად ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. სამ ძირითად კვებას შორის უნდა იყოს 300-300 გრამი ხილი. რეალურად ხუთჯერადი კვება გამოდის და ლიტრა-ნახევარი წყალი უნდა განაწილდეს ხუთჯერად მიღებაზე. ვიმეორებ, სუფთა წყალზე კარგი კი არაფერია ჯანმრთელობისთვის.

თამარ იაკობაშვილი

18937
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```