რით აფერხებენ მშობლები ბავშვის განვითარებას და როგორ უნდა განუვითაროთ პატარას ნიჭი - ბაკურ კოტეტიშვილი გონებრივ შესაძლებლობებზე
ბავშვების გონებრივი შესაძლებლობა ნებისმიერ მშობელს აღელვებს და აინტერესებს. რა არის ნიჭი, როგორ შეიძლება შევაფასოთ ის და რა გზითაა შესაძლებელი ინტელექტის განვითარება, ამ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა, ბაკურ კოტეტიშვილმა, ისაუბრა მარი მალაზონიას საავტორო გადაცემაში "პირადი ექიმი".

- ჩვენი ორგანიზმი მუდმივად მართვდია ჩვენი ტვინის მიერ, აბსოლუტურად ყველაფერი, თუკი რამე ხდება ჩვენი ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილის ჩათვლით, ტვინის ფუნქციონირების სხვადასხვა ეტაპებია. ყველას აინტერესებს, მისი პირმშო როგორი შესაძლებლობების იქნება. რაც ადამიანის მოდგმა არსებობს, ეს საკითხი
ყოველთვის საინტერესოა. უამრავი მოსაზრებები, ცრუ თეორიები გამოთქმულა, რათა გადარჩეულიყო საზოგადოების გარკვეული მასა,   მაღალი შემოქმედებითი, ქმედითი ტვინით, შემდგომ ეს მასა შექმნიდა განსაკუთრებულ სისტემებს, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა. ეს ვერ მოხერხდა.

- ბავშვი, რომელიც ცაციაცაა და მემარჯვენეც, ასაკობრივია ეს თუ მიანიშნებს რიმე ნიჭიერებაზე?

- თვითონ ტერმინი "მემარცხენე", მემარჯვენე" თუ დავაკვირდებით, ყველა ენაში ასეა - მარცხი - წარუმატებლობაა და მარჯვენა- გამარჯვება. საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ცუდი სტერეოტიპი, რომ მემარცხენე ნაკლს წარმოადგენს.
ეს არის გარკვეული სტიგმა. მე, 10- 12 წლის წინ სკოლაში ვნახე მარცხენახელდაბმული ბავშვები, რომ არ ეწერათ იმ ხელით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე საუკუნის წინ რა ხდებოდა. როგორც ცნობილია, ცაციობა არანაირი ნაკლი არაა, ეს არ არის დაავადება, არც პათოლოგია, ეს არის გენეტიკურად პირობადებული ტვინის განვითარების თავისებურება, როდესაც დომინანტი მხარე ბავშვისთვის არის მარცხენა და არა მარჯვენა. ტვინის ჰემისფეროების ურთიერთობაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცალ მხარეს და არა ის, რომ მეორე მხარე განუვითარებელია. შესაბამისად, არსებობს ცაცია და ორი ხელით თავისუფლად, კარგად მფლობელი. ეს არ გახლავთ არანაირი დარღვევა. არანაირი ჩარევა ამას არ სჭირდება. ბევრს მოუმართავს ჩემთვის, ცაცია ვარ, მაგრამ ვერანაირად ნიჭი ვერ გამოვავლინეო. ესეც მორიგი სტერეოტიპია, რადგან ძალიან ბევრი ცაცია ისტორიულად გახდა საკმაოდ წარმატებული პიროვნება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცაციობა განაპირობებს მაღალ ინტელექტს, ისევე, როგორ მემარჯვენეობა.

- ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ინტელექტის მოძრაობა დავითვალოთ, პირობითად, თუმცა, ყველაზე მეტად რაც აღელვებთ მშობლებს, შეგვიძლია თუ არა გავზომოთ ნიჭიერება?

- ეს კითხვა ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას. წინა საუკუნის გარიჟრაჟზე პირველად შეიქმნა მსგავსი შკალები და ტესტები. ეს ალფრედ ბინეს მიერ იყო მოწოდებული, შემდგომში ამის მოდიფიცირება მოხდა და ახლა უამრავი ე.წ. "IQ ტესტებია". ტესტს აქვს თავისი ასაკობრივი ზღვარი. ამას განსაზღვრავს ფსიქოლოგი, რომელმაც იცის, რომელი ტესტი რა ასაკში რა ინტერპრეტაციით გავაკეთოთ იმიტომ, რომ არ შეიძლება სამი წლის ბავშვის ინტელექტი და თვრამეტი წლის ბავშვის ინტელექტი ერთი და იმავე საზომით გავზომოთ. თითოეულ ამ ტესტს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, როგორც სხვა თეორიებს. აბსოლუტური არ არის. არის პირობითი და სოციუმზე გათვლილი. დაახლოებით, რომ ავიღოთ შკალის საწყისი-საბოლოო მხარეები. IQ- ს ზოგადი ტესტირებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 90- დან 110- 115- მდე ითვლება საშუალო ინტელექტუალურ მონაცემებად. ქვედა მხარეები არის ზვღრული მხარე, 70- ის ქვემოთ უკვე მივდივართ გონებრივი განვითარების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმაზე და ზედა მხარე არის უკვე ნიჭიერება. ჩემი ინფორმაციით, გახლდათ ქალბატონი მერლინ სავანტი, რომლის ინტელექტი იყო 166 ქულა. ზოგიერთი ტესტი ამბობდა, რომ უფრო მაღალი ჰქონდა და ეს ქალბატონი გახდა პუბლიცისტი, წერს სტატიებსაც, გამოუშვა რამდენიმე ბესტსელერი და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა მკვლევარი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე, რომ ინტელექტის მობილიზაცია და განვითარება შეიძლება. ძალიან მაგარი ფრაზაა "თუმცა მარტო წრთვნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა." - ეს არის გენეტიკურად პირობადებული ტვინის სტრუქტურების განვითარება, რომელიც თუ არ არის განვითარებული, გინდათ სორბონაში წაიყვანეთ, გინდათ კემბრიჯი დაამთავრებინეთ - არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი გახლავთ ბავშვთან სწორი დამოკიდებულების პრინციპი. მათ შორის, ერთ- ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სწორი კვება, ეს საკვები გახლავთ მასალა, რომლითაც მუშაობს მთელი ორგანიზმი და ტვინიც. მეორე, ქცევითი მონაცემები და სოციალური აღზრდის სისტემა, რომელსაც უკეთებს ოჯახი, პირველ რიგში, მშობლები და მერე საზოგადოება.

- რა შეიძლება შვილის ინტელექტუალური ზრდისთვის გააკეთოს მშობელმა?

- ბავშვთან ურთიერთობის ფორმას მიღებული აქვს სტატუსი, რომელიც ითვლება ნორმად და ძალიან ცუდია. ეს არის სიტყვა "არ შეიძლება". ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ გააგებინებ წლინახევრის ბავშვს, რატომ არ შეიძლება. ამიტომ, ჯერ ვეუბნებით "არ შეიძლებას" და მან არ იცის "შეიძლება" რომელია. პირდაპირ ვიწყებთ ნეგატივით მისი ქცევის კორეგირებას. ჩვენი საზოგადოება ხმარობს გაცილებით მეტ ნეგატიურ განპირობებას, ვიდრე პოზიტიურს, ამიტომ ეს ნეგატივი სულ გროვდება", "არ ადგე", "არ დაჯდე", "არ აიღო", არ გაიქცე", "არ გაიხადო", წყალს ხელი არ შეუშვირო" - სულ "არა". ეს სოციალური კლიშეები და უამრავი ასეთი აკრძალვით მის განვითარებას ვაყოვნებთ. ეს ბავშვებთან ურთიერთობის ერთ- ერთი საკმაოდ ცუდი ფორმაა. თქვენ თუ იცით, რომ რაიმე საგნით ზიანი მიადგება ბავშვს, წვდომა არ უნდა ჰქონდეს იმ ნივთისადმი ან თუ ექნება, თქვენი თანდასწრებით, რომ მან ისწავლოს იმ ნივთის სწორი მოხმარება. ის ამით კი არ თამაშობს, ამას კი არ ამტვრევს, როგორც ჩვენ ვეძახით, ბავშვი ამ ყველაფერს ეცნობა და სხვანაირად ვერ განვითარდება. ნებისმიერი საგნის აღებისას, რომლითაც ბავშვმა ეს საგანი უნდა შეიმეცნოს, დაიმახსოვროს და მერე მთელი ცხოვრება სწორად გამოიყენოს, თავიდანვე არასწორ გზას ვაძლევთ.

8014
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ზაზა
0
ყველაფრის ნებართვა და აკრძალვების აკრძალვა დაუსჯელობის სინდრომის და გათავხედების მეტს არაფერს გამოიწვევს. ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისათვის აუცილებელია რომ უფროსებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ბავშვთან, მეტი უკითხონ წიგნები, მეტად ჩართონ თავიანთ ყოველდღიურობაში დასაწყისში თამაშ-თამაშით...
15:46 / 14-06-2019
ნატალია
0
ბატონი ბაკური არის პროფესიონალი და რაც მთავარია არ გაიძულებს ბავშვის ათასნაირი მედიკამენტებით დატვირთვას
11:40 / 13-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```