"ტვინის უკეთ მუშაობისთვის ბავშვი სკოლაში, ბაღში ნასაუზმები გაუშვით" - როგორი კვება უწყობს ხელს ტვინის უკეთ მუშაობას
"ტვინის უკეთ მუშაობისთვის ბავშვი სკოლაში, ბაღში ნასაუზმები გაუშვით" - როგორი კვება უწყობს ხელს ტვინის უკეთ მუშაობას
ბავშვის კვება ნებისმიერი მშობლის საზრუნავი და პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში, ისინი არ იღებენ იმ პროდუქტებს, რაც მათი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. საკვები პირდაპირ კავშირშია ბავსვის გონებრივ განვითარებასთან. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვთა კვებისას, რომ ამით შვილის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ისაუბრა.

დიდ ბრიტანეთში ჩატარდა ბავშვების ძალიან მასშტაბური კვლევა. ბავშვები შეამოწმეს 3 წლიდან 8 წლამდე ასაკში. ამ წლების განმავლობაში ყოველწლიურად ამოწმებდნენ მათ. 8 წლი-ნახევრის ასაკში იყო ბოლო შეფასება. მათ
დაიწყეს ბავშვის კვების მოდელის შესწავლა. 3 წლიდან მათ ზუსტად აღნუსხეს, როგორი კვების მოდელზე იყვნენ ბავშვები. ბოლოს, 8 წლის და 6 თვის ასაკში შეუმოწმეს ინტელექტის დონე და აღმოაჩინეს, რომ პირდაპირი კავშირია კვების მოდელსა და ინტელექტის კოეფიციენსტს შორის. 3 წლის ასაკში რომ ჭამდა ბავში რაღაც ცუდს, 8 წლინახევრის ასაკში მის ინტელექტზე აისახა. აქედან გამომდინარე, ბრიტანელმა ექიმებმა შეადგინეს ორი რადიკალურად განსხვავებული კვლევის მოდელი.


altრომელი ხორცის ბულიონი ჯობია ბავშვისთვის და როგორ მოვამზადოთ უფრო სასარგებლო ლობიანი ან ხაჭაპური - მარი მალაზონიას რჩევები



პირველი - მათ თქვეს,
რომ ბავშვები, რომელთა კვება რეჟიმულად მოწესრიგებული იყო, ბევრად უფრო მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს ფლობენ, ვიდრე მოუწესრიგებელი ცხოვრების წესის მქონე ბავშვები. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ კვების კომპონენტებს შორის, საუზმე უმნიშვნელოვანესია. ბავშები, რომლებიც ტოვებდნენ საუზმეს და საკმაოდ გვიან იღებდნენ პირველ ჯერს, როგორც წესი, მათი ტვინი ხარვეზებით მუშაობდა. ამიტომ, თქვეს, რომ ტვინის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესია ბავშვი სკოლაში, ბაღში გავუშვათ საუზმით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, ულუფა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც ბებო შეუწვავდა კვერცხს, აჭმევდა კარაქიან პურს, დაალევინებდა ორ ჭიქა კაკაოს, ბევრად უფრო ძილმორეულნი იყვნენ მეცადინეობის პროცესში, ვიდრე ის ბავშვი, რომელიც საკვების ოპტიმალურ რაოდენობას იღებდა და ეს გამეორდა ყველა ჯერზე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც კვების რაციონს ეხება. ტვინის მოქმედებისათვის, მეხსიერებისათვის, გუნება-განწყობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია B ჯგუფის ვიტამინები. მათი წყარო შეიძლება იყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგალითად ხორცი ისევე, როგორც მცენარეული წყარო, მწვანე პროდუქტები, მარცვლეული, ბურღულეული და პარკოსნები. თხილი, ნიგოზი, რომელიც არა მარტო B ჯგუფის ვიტამინების, არამედ აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყაროც გახლავთ. ხილისა და ბოსტნეულის მიღებით ბავშვი ანტიოქსიდანტებს იღებს და ესეც უმნიშვნელოვანესია მისი ტვინის ჯანმრთელობისთვის. საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიცია, რომ თევზის ქონი მისცნენ ბავშებს, აღმოჩნდა, რომ არის სრულიად გამართლებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბავშისათვის მნიშვნელოვანია როგორც პროდუქტად მიიღოს, ასევე გასათვალისწინებელია მისი მსგავსი პროდუქტების ჩართვა კვების რაციონში.

მნიშვნელოვანია ცილის როლი, ბავშვმა რძის ნაწარმიც უნდა მიიღოს ადეკვატური რაოდენობით, კვერცხი, ასევე მაწონი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ფლორის მოწესრიგების საუკეთესო შესაძლებლობაა და ნაწლავის ზოგიერთ ბაქტერიაზე დამოკიდებულია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა, დეპრესიის რისკი, გუნებ-განწყობა, რაც ბავშვის შემთხვევაში კიდევ უფრო გასათვალისწინებელია.

alt "განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს" - მარი მალაზონია მოზარდების დიეტის შესახებ



მეორე კვების მოდელი, რომელიც ამას დაუპირისპირდა, გახლავთ პროცესირებული პროდუქტები, ტექნოლოგიურად დამუშავებული, რაფინირებული და სწრაფი კვების პროდუქტები. ბავშვებს უყვართ სოსისი, ძეხვი და მსგავსი პროდუქტები, მაგრამ ამ ტიპის საკვები პროცესირებულში გადის. ასევე პოპ-კორნი, ბურბუშელა, ჩიფსები, გაზიანი და, მათ შორის ენერგეტიკული სასმელი, რომელიც შეიძლება იყოს ბავშებისთვის რისკის შემცველი.
mshoblebi
ამასთან დაკავშირებით, ბავშვთა ნევროლოგმა, ბაკურ კოტეტიშვილმა გადაცემაში აღნიშნა:
- სიტყვა რეჟიმი, ხშირ შემთხვევაში, გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. სინამდვილეში რეჟიმით კვება ნიშნავს, ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. 9-ზე, 12-სა და 3-ზე კი არ უნდა ჭამოს მაინცდამაინც, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია იმიტომ, რომ ზეწოლაა ბავშვზე და მეორე, გადამეტებული ულუფის მიღების შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი,  რომელიც აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს, შესაბამისად ბავში გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. ეს, რა თქმა უნდა, სწავლის პროცესის შემაფერხებელია. რაც შეეხება რაციონს, რაც გამოყავით, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ძალიან ბევრი სტერეოტიპია, მაგალითად, ცხიმი ცუდია, მძიმეა და ასე შემდეგ - ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ძალიან "არამეთევზე" ერი ვართ, ამიტომ ოჯახში თევზისადმი არის მანკიერი განწყობა. ოდითგანვე, თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო, მას დაიჭერ თუ არა, თუ მალევე არ მოიხმარ, ფუჭდება. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი ტექნოლოგიებმა შეცვალა, შენახვის პირობები სხვა გვაქვს. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას გვესმის- "ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს". ეს გარკვეული შიში თევზის მიმართ, საბოლოო ჯამში, იწვევს თევზის მიღებაზე უარის თქმას. ამოდის რაციონიდან თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის განვითარებისთვის. მათ შორის, ტვინის განვითარებისთვის. რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს მაგალითად წვნიანი. ეს არ არის სწორი იმიტომ, რომ წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არა, ისევე, როგორც ჩვენ, ყველამ.

15766
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```