ტყვიია საშიში ნივთიერებაა და ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მაგალითად, პიგმენტებში, საღებავში, ფერად მინაში, ბროლის ჭურჭელში, სამხედრო აღჭურვილობაში, კერამიკაში, სამკაულებში, სათამაშოებში, კოსმეტიკასა და ტრადიციულ (ხალხურ) სამკურნალო საშუალებებში. სასმელი წყალი, რომელიც მოედინება ტყვიის ან ტყვიით შედუღებული მილებიდან, ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. გარდა ამისა, ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა, ასევე შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას; დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან კი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს.
უზურნველყოს, რომ ბავშვისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით. რეგულარულად დაბანოს ბავშვს ხელები და გარეცხოს მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს. რეგულარულად სველი წესით წმინდოს იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებზე და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი. დაუშალონ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში; თუ შესაძლებელია, უზრუნველყონ ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარონ ბალახის საფარით ან დათესონ ბალახი, დაფარონ ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით. მოერიდონ ისეთი ტრადიციული ხალხური სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას. ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღონ შხაპი და გარეცხონ ტანსაცმელი. განაცალკევონ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან. სახლების გარემონტებისას თავი აარიდონ ტყვიით დაბინძურებას. არ მოწიონ ბავშვების თანდასწრებით. არ მიაკარონ ბავშვები ნაგავსაყრელებს.
იოგურტი/მაწონი და ყველი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის ”ხუჭუჭა კომბოსტო”, იგივე კომბოსტო ”კალე,” და თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი) დაკონსერვებული ორაგული და სარდინი რკინაც ხელს უშლის ტყვიის შეწოვას. რკინით მდიდარი საკვებია:
მჭლე წითელი ხორცი რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის:
ციტურსებში, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიფრუტი სხვა ხილში, როგორიცაა კივი, ხენდრო და ნესვი პომიდორში კარტოფილში წიწაკაში
იმის მიხედვით, თუ რამდენადაა მომატებული ტყვიის შემცველობის დონე სისხლში, მას შეუძლია გამოიწვიოს:
ორსულობისას:
ჯერ-ჯერობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყვიის მაღალი შემცველობის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს კვლევის მეორე ეტაპი და მოწმდება ყველა ის ბავშვი და ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვია დიდი რაოდენობით აღმოჩნდა.