"2 ფინჯანი ყავა სავსებით საკმარისია..." - როდის ჯობს ყავის დალევა და რისთვის არის ყავა კარგი, ენდოკრინოლოგი გვირჩევს
"2 ფინჯანი ყავა სავსებით საკმარისია..." - როდის ჯობს ყავის დალევა და რისთვის არის ყავა კარგი, ენდოკრინოლოგი გვირჩევს
ბევრ ადამიანს ყავის გარეშე ყოველდღიურობა ვერ წარმოუდგენია. მეტიც, ეს რუტინა გაღვიძებისთანავე იწყება. მისაღებია თუ არა უზმოზე ყავის დალევა, რამდენი ფინჯანია დღის განმავლობაში რეკომენდებული და რაში გვეხმარება ყავა, ენდოკრინოლოგი, მაკა კორინთელი საუბრობს:

- ყავა უზმოზე შეიძლება დაილიოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა. თუ მას აქვს გასტრიტი, წყლული და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, ყავის მიღება უზმოზე არ არის რეკომენდებული. თუ არ არის ლორწოვანის პრობლემა, მაშინ შეიძლება ყავის მიღება დილით.
მინდა ვთქვა, რომ ყავა ძალიან კარგი ნაღვლმდენი საშუალებაა. შესაბამისად, ნაღვლის ბუშტისთვის კარგია. უზმოზე მიღებული ყავა ხელს უწყობს ნაღვლის გადმოდინებას ნაღვლის ბუშტიდან. ასე სუფთავდება ნაღვლის ბუშტი. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ ადამიანებს კუჭის პრობლემები აქვთ, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ამიტომაც, პაციენტებს ინდივიდუალურად ვურჩევთ, როდის და როგორ დალიონ ყავა.

- ამ შემთხვევაში არის განსხვავება ხსნად ყავასა და ნალექიან ყავას შორის?

- არა. ჩვენ არ ვიცით, ხსნადი ყავა რა მარცვლისგან მზადდება ისევე, როგორც არ ვიცით არახსნადი ყავა როგორ მზადდება. რა თქმა უნდა, გამომწვარი, გამოფიტული ყავა, რომელიც არ უნდა იყოს, ცუდია.

- რა კავშირია მაღალ წნევასა და ყავას შორის?

- თავად
კოფეინი, რა თქმა უნდა, ოდნავ უმატებს წნევას. კოფეინი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ავიწროებს სისხლძარღვებს. აგრეთვე მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რომელიც იწვევს გულის კუნთის სიხშირის მატებას ანუ გულის აჩქარებას. მაგრამ, აქაც გააჩნია, რამდენ ფინჯანსა და რა ხარისხის ყავას დავლევთ. ხსნადსა და არახსნადზე არ ვსაუბრობ, აქცენტს ვაკეთებ სუფთა, კარგი მარცვლით გაკეთებულ ყავაზე.

- ხშირად მოგვისმენია ადამიანებისგან, რომ დღის განმავლობაში 4-5 ფინჯან ყავას მიირთმევენ. რამდენი ჭიქაა რეკომენდებული დღეში და რამდენად ნორმალურია ამ რაოდენობით ყავის მიღება?

- ყავა თუ კარგია, 4-5 ჭიქას ადამიანი ფიზიკურად ვერ დალევს. 2 ფინჯანი სავსებით საკმარისია. ჩვენთან ალბათ არ არის კარგი ხარისხის ყავა და ამიტომაც მივირთმევთ 4-6 ჭიქას. მაგრამ, ვფიქრობ ამ რაოდენობის ყავას უფრო ფსიქოლოგიურად ვსვათ, რომ ვიყოთ ტონუსში. რეალურად საქმეს არ აკეთებს. ამდენ ფინჯან ყავას უფრო ცუდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, ვიდრე 2 ფინჯნის მიღებას.

- ყავას მადის დასაქვეითებლადაც სვამენ ხოლმე, რა კავშირშია ყავის დალევა წონის კლებასთან?

- არანაირი კავშირი არ არის მათ შორის. არ არსებობს მსოფლიოში არანაირი საშუალება, რომელიც ადამიანებს წონაში დააკლებინებს, სწორი კვების გარდა, თუ სიმსუქნე რაღაც დაავადებით არ არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში, უნდა ვიმუშაოთ კონკრეტული დაავადების მიზეზის აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე.

- ზოგადად, რა დადებითი თვისებები აქვს ყავას?

- ყავის მიღების შემდეგ ტონუსში ვართ, დადებითად მოქმედებს ხასიათზე, იწვევს ნაღვლის ბუშტის "სისუფთავეს“, ყავაში ანტიკანცეროგენული თვისებებია დაფიქსირებული. თუმცა, დღის მეორე ნახევარში ყავის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში უძილობასაც იწვევს. ვფიქრობ, რომ უნდა დავლიოთ დღის პირველ ნახევარში, 5-6 საათის შემდეგ კი თავი უნდა შევიკავოთ. 2 ფინჯნის დალევას დღის განმავლობაში, სავსებით საკმარისია.

თამარ იაკობაშვილი


altაქვს თუ არა გასახდომი ეფექტი ლიმონიან წყალს და რისთვის არის ის ყველაზე ეფექტური - ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები


ტეგები: ყავა დიეტა
16604
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
мзия
2
ხსნადი ყავა შეიძლება შეამოწმოთ ფალშივია თუ არა ძალიან ადვილად,ხსნად ყავაში ჩააწვეთეთ ეეთი ორი წვეთი იოდი,თუ ყავა მიიღებს ნაცრისფერ ფერს ესეიგი არაა ნამდვილი,და შეიძლება ეს ტოქსიკურიც იყოს ორგანიზმისთვის! კარგი ესორეაო ყავა კი მაშინ გამიდია,როცა მას უშუალიდ ხმარების წინ დაფქვავთ.არაბიკა სორტის ყავა ითვლება ყბელაზე ნამდვილ და არომატულ ყავა დ ა მასში არ არის ნევრი კოფეინი და ამიტომ დღეში 10 ჭიქაც შეიძლება დალევა. ყველაზე სასარგებლ ოა ყავა თუ ის ცეცხლზეა.მომზადებული.
00:34 / 08-07-2019
ყავის ტრფიალი.
0
ა! ალექს, რაც სიმართლე გითქვამს, ერთად-ერთია.
23:08 / 07-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```