"ადამიანს ვერ იპოვით, რომელსაც სიმსივნე არ აქვს კანზე" - გაიზარდა თუ არა საქართველოში სიმსივნის მაჩვენებელი - მშობლები

"ადამიანს ვერ იპოვით, რომელსაც სიმსივნე არ აქვს კანზე" - გაიზარდა თუ არა საქართველოში სიმსივნის მაჩვენებელი

2019-07-08 12:03:37+04:00

თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადებაა გავრცელებული. მათ შორისაა სიმსივნე. როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში კიბოს სტატისტიკა, რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი, ექიმთა და ონკოლოგთა სასწავლო ცენტრის დირექტორი, საყლაპავისა და მუცლის ღრუს, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურქგი-ონკოლოგი, პაატა ბეგიჯანაშვილი საუბრობს:

-2008 წლიდან, განსაკუთრებით, რაიონებში, ხაშურიდან გორამდე კანის სიმსივნეებმა იმატა. 2008 წლის შემდეგ რომ მაჩვენებელია, ასეთი რაოდენობით არასდროს ყოფილა. 10 და 20 შემთხვევა რომ იყო წელიწადში, გახდა 200. კანის სიმსივნეებმა 200-300 პროცენტით მოიმატა ბოლო 5 წელიწადში. წამყვანია ფილტვების კიბო. კანის კიბო 4 სახისაა, მელანომა - ყველაზე ძლიერი და აგრესიული, რომელიც მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ, მომართვიანობითაც და დაავადების პროგრესირებითაც. ადრე 150-200 შემთხვევა რომ იყო, უკვე 800-1200 შემთხვევაა. ადამიანს ვერ იპოვნი, რომელსაც სიმსივნე არ აქვს კანზე. სიმსივნეს ჩვენ ვეძახით ახალ ხალს, წითელ, შავ, ლურჯ ხალებს - ეს ხალები ყველა საყურადღებოა. კახეთშიც უფრო მეტია კანის კიბო. 2008 წლის ომის შემდეგ როდონის კატალიზება მოხდა და რადიაციულმა ფონმა 3-4-ჯერ მოიმატა. განსაკუთრებით ჭებში, გვეუბნებიან, რომ არ დაილევა ჭების წყალი და უნდა ვსვათ ჩვენი ონკანიდან. რომ იყიდება და გვგონია, რომ სუფთაა, იქაც კონცენტრატია და არ არის უსაფრთხო. ერთი წელი რომ აქვს შენახვის ვადა და პლასტმასის ბოთლშია მოთავსებული, რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო. კვდებიან სიგარეტის წევით. ფილტვის კიბო ადრე წელიწადში 180-200 იყო ხოლმე, ახლა 800-1000-ია. აქედან ქალებში, რომლებიც არ ეწევიან, ფილტვის კიბო 20 პროცენტია, 60-65 პროცენტი სიგარეტისმიერია.

- გახანგრძლივდა თუ არა სიმსივნით დაავადებული ადამიანების სიცოცხლის წლები?

-იმის გამო, რომ უფრო დაიხვეწა ქიმიოთერაპიული წამლები, არის ნაკლებად ტოქსიურები, უკვე ძალიან მარტივია პაციენტებთან ამით მკურნალობა. თანამედროვე მედიკამენტებიც და ძველიც ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დროულად მიმართავს ექიმს. საშუალოდ, 3 თვიდან ზემოთ. ძალიან ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ქართველი ხალხის მენტალიტეტი ისეა, რომ "კიბო გაქვს?- ესე იგი კვდები“. ფსიქოლოგიურ ფონს წამყვანი მნიშვნელობა აქვს.

-ყველაზე ხშირად რაზე მოგმართავენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები?

-კანი და რბილი ქსოვილები. ყველა კატეგორიაში ეგრეა. ზოგადად, მომართვიანობა ძალიან ცუდია. სანამ ძალიან არ გაუჭირდებათ, მანამდე ექიმთან არ მოდიან.

-ყველაზე ხშირად რა იწვევს გარდაცვალებას?

-კონკრეტულად ვერ იტყვი, რა იწვევს ყველაზე მეტ სიკვდილიანობას, მაგრამ ფაქტია, რომ კატასტროფა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი უყურადღებობით კვდება.

- რა არის თქვენი ზოგადი რჩევა მოსახლეობისადმი?

- გარშემო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ყველა მიმართულებით. ძლიერი ფიზიკური შრომა ადეკვატური უნდა იყოს, უნდა დაისვენოთ, უნდა გეკეთოთ დამცავი საშუალებები, თუ მავნე ნივთიერებებთან გიწევთ მუშაობა. რაც უფრო მეტი რისკ ფაქტორია ცხოვრებაში, უფრო აღმოცენდება კიბო. რისკ ფაქტორი კი ბევრია: შიმშილი, ნერვიულობა, არაჯანსაღი საკვებით კვება, სასმელები, თვითნებური მკურნალობა. კიდევ ვამბობ, ჩვენთან ადამიანები თუ ძალიან არ შეაწუხა დაავადებამ, მანამდე ექიმთან არ მიდიან. უკვე მე-3-მე-4 სტადიით რომ მოდის, ვეღარ ვშველით. თავიდანვე რომ ყველა გათვითცნობიერებული იყოს და პირველადი ჯანდაცვის სტრუქტურა, სათანადოდ რომ მუშაობდეს მოსახლეობასთან, მოხდება დროული პრევენცია და ასეთი ცუდი შედეგი აღარ გვექნება.

altქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"

altონკოლოგ რონალდ ლევის საუკუნის ექსპერიმენტი - კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინამ" თაგვები სიმსივნისგან განკურნა

altშვილმკვდარი ონკოლოგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიმსივნე სტრესის შედეგია - როგორ დასრულდა მისი ბრძოლა