3 დაავადება, რომელიც ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაიგდოთ
ზაფხულის სიცხე ადამიანს უამრავი დაავადების გაჩენის და გამწვავების საფრთხეს უქმნის, რაც ხშირად შვებულების პერიოდსაც კი უშხამებს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ზაფხულის ცხელ პერიოდს უკავშირდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავება - ზაფხულში მოსალოდნელ ჯანმრთელობის პრობლემებზე "ოჯახის მკურნალის" და ვებ-გვერდ mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება:
მიიჩნევა, რომ ანგინა ზამთრის დაავადებაა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ხშირია ანგინის გამწვავების შემთხვევები ზაფხულში. მისი მიზეზი კი ის არის, რომ ტონზილებს (ნუშურა ჯირკვლებს, იმავე გლანდებს) არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ზაფხულში ყველა მიირთმევს ცივ სასმელს, ნაყინს. ზოგიერთი ცივი შხაპით გრილდება. ასევე ტემპერატურულ კონტრასტებს ქმნის კონდიციონერი. ამ ყველაფრის შედეგად კი ტონზილიტი მწვავდება.
ანგინა რომ არ დაგემართოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
ნუ დალევთ მაცივრიდან გამოღებულ ცივ სასმელებს; ერიდეთ ნაყინს; გარუჯვის შემდეგ ჯერ ჩრდილში გადადით, გაგრილდით, ტანი წყლით დაიზილეთ და შემდეგ შედით წყალში; ნუ დაჯდებით კონდიციონერის ცივი ნაკადის არეში. ტემპერატურული რეჟიმი კი ისე შეარჩიეთ, რომ გარეთ გასვლისას ძალიან დიდი კონტრასტი არ იყოს; ცივი შხაპი შეცვალეთ გრილი შხაპით.
ზაფხულობით ცისტიტის გამწვავევის გამო, ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იმატებს. მიზეზი კი ცივ წყალში ბანაობა და შემდეგ გარუჯვა, სველი საცურაო კოსტიუმით სიარული, უსუფთაო ადგილებში ბანაობის შედეგად გადადებული ინფექციებია. ბანაობისას გადაციების შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის პათოლოგიები, კერძოდ პიელო ნეფრიტი.