მღრღნელები, განსაკუთრებით კი თაგვები, უამრავ ადამიანს უქმნის პრობლემას. მათ, ისევე როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, კბენა შეუძლიათ, რაც გარკვეულ დაავადებებს იწვევს. რამდენად საშიშია თაგვის ნაკბენი, როგორ უნდა მოვიქცეთ ექიმთან წასვლამდე და რამდენად უსაფრთხოა საკვები, რომლებსაც შესაძლოა გადაურბინონ, იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსი, ქირურგ-რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი საუბრობს:
- თაგვის ნაკვები ისევე, როგორც სხვა ძუძუმწოვრების ნაკბენი, თავისთავად ცხადია, რომ ყურადღებას საჭიროებს და არც ისე იშვიათია. განსაკუთრებით სოფლებში, პირველ სართულებზე და იტალიურ ბინებს რომ ვეძახით, მსგავს ადგილებში. კბენის შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს. არ არის აუცილებელი, იმ წამსვე ექიმთან წასვლა, მაგრამ დროულად უნდა მიხვიდეთ და მოხდეს შეფასება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ორი დაავადების საშიშროებაა. ეს არის ცოფი და ტეტანუსი. შეფასდება ნაკბენი და ამის მიხედვით გაუკეთდება აცრა. მნიშვნელობა არ აქვს პაციენტის ასაკს.
- რაც დროულად მიმართავთ, მით უკეთესი, რომ შეფასდეს მდგომარეობა. ეს მხოლოდ თაგვს არ ეხება, ნებისმიერი ცხოველი როდესაც უკბენს ადამიანს, იმ დღესვე შეიძლება მიმართოთ ექიმს. შესაძლებელია, ზოგიერთ პაციენტს მომზადება დასჭირდეს აცრამდე და ასე შემდეგ. არსებობს მოსაზრება, 72 საათში, 48 საათში ან 24 საათში თუ ვერ ჩაეტიე, მერე ნემსის გაკეთებას აზრი აღარ აქვსო. აცრის გაკეთებას აზრი ყოველთვის აქვს მანამ, სანამ ადამიანს ცოფი ან ტეტანუსი დაემართება. მაგრამ, რაც უფრო ადრე მივმართავთ ექიმს, მით უფრო ეფექტურია.
- თაგვი ისეთივე ძუძუმწოვარია, როგორიც სხვა ცხოველები, შესაბამისად, როგორც სხვა ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში ვიქცევით, ისე ვიქცევით თაგვის ნაკბენზეც. ნაკბენის შემთხვევაში, უნდა ჩამოვიბანოთ ჭრილობა გამდინარე წყლით და საპნით. თუ გვაქვს საშუალება, დავამუშავოთ ანტისეპტიკური ხსნარებით, მაგალითად, ბეტადინის ხსნარით, ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი. თუ ჭრილობა ისეთია, რომ სისხლი გდით, ცხადია, უნდა შეიხვიოთ და მიმართოთ ექიმს. თუ ტყეში ხართ და საპონი არ გაქვთ, მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ, თუ არც წყალი გაქვთ და არც საპონი, რა სითხეც გექნებათ, იმით ჩამოიბანეთ, რომ მექანიკურად მოშორდეს ზედაპირს ცხოველის დორბლი.
- დიახ, თაგვს ყველგან შეუძლია აძრომა. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენთან თაგვისგან დაკბენილები მოდიან, ან ძილში კბენთ, ან შემთხვევით სადღაც ჩაყოფენ ხელს და ასე უკბენს ან რატომღაც ზოგჯერ უნდებათ, რომ დაიჭირონ. ასეთ შემთხვევებში კბენს და კაწრავს. საწოლში აძრომა კი ძალიან ხშირია.
- ჩვენ მაგასთან შეხება არ გვაქვს. პრეპარატების უსაფრთხოებაზე თითოეული პრეპარატის ანოტაციას და მწარმოებელს უნდა ჰკითხოთ.
- ნათაგური, რა თქმა უნდა, მითია. ჰერპესს ეძახიან ძალიან ხშირად ნათაგურს და მას თაგვის გადავლასთან კავშირი არ აქვს.
- რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. არც ერთი ცხოველი არ გამოირჩევა ჰიგიენით. სხვა ცხოველებიც, საწოლში რომ ჰყავთ ხოლმე ჩაწვენილი, მაგალითად ძაღლი და კატა, არც ის არ არის სასურველი, რომ მათი ნაჭამი ვჭამოთ. ზოგადად, არც ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანის ნაჭამი არ უნდა ჭამოს. მაგრამ, თუ თაგვმა გადაიარა და შევჭამეთ, არ ნიშნავს, რომ რაღაც დაგვემართება. თუ ვიცით, რომ თაგვმა ჭამა ან გადაიარა რაიმეზე, ნუ შევჭამთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას. ადამიანის ორგანიზმს დაცვის ამდენი უნარი გააჩნია.
- ერთი კაცი იყო, ქუჩაში ეძინა და სულ მოდიოდა ხოლმე, ვირთხებმა და თაგვებმა მიკბინესო. ხშირად მოდიან დარაჯები, მონადირეები და ძველ უბნებში, პირველ სართულზე მცხოვრები ხალხი.
- კი, ყველაზე პატარა პაციენტი რამდენიმე დღის იყო, რომ ავცერი.
თამარ იაკობაშვილი