"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის მიმართვა
"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის მიმართვა
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში:

"წელს, საბედნიეროდ, ნაწლავური ინფექციები არაა შარშანდელივით გავრცელებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტოქსინის შემცველები გვხვდება. ათი დღის წინ, სამი ბიჭუნა მოიყვანეს - 16, 18, 21 წლების (არა ერთდროული შემთხვევა). ორ მათგანს - ეშერიხიოზი, სავარაუდოდ სწრაფი კვების ობიექტზე დაავადნენ. სამივეს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და აქამდე რეანიმაციაში იმყოფებიან.

მხოლოდ ახლა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირ არ ემუქრებათ, ცოტა შვება მომეცა და
ვწერ. სამივეს გათიშული ჰქონდა ტოქსინისგან თირკმელი და ხელოვნურ თირკმელზე იყვნენ. ერთ მათგანს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აუმუშავდა და კვლავ რჩება დიალიზზე. ღმერთმა ქნას, აღდგეს - არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული.

მთელი კლინიკა, მათი ყოველდღიური მდგომარეობით და მკურნალობით ვცხოვრობთ.

კიდევ ერთხელ:
  • დაიბანეთ ძალიან ხშირად ხელები!!!
  • მოერიდეთ საეჭვო ჰიგიენური მდგომარეობის მქონე (უმეტესად ეს - თვალითაც ჩანს) საზ.კვების ობიექტებზე ჭამას!!
  • საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, მოერიდეთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას ( სხვა პროდუქტიც საშიშია, ინფექციის თვალსაზრისით)!!
  • სახლში კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი!"
17273
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
kolxi
0
თუ წყალიც დაბინძურებულია მაშინ წყალში გახსენით სოდა და ამით გარეცხეთ ბოსტნეული და მწვანილი
12:43 / 01-08-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?