24 წლის მარიამ ლაბაძე უმძიმეს დაავადებას ებრძვის. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებელები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას. თუ როგორია ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ მარიამის მეუღლე, ალიკო შუბითიძე გვესაურება:
- თავიდან ყველაფერი კენჭის გავლით დაიწყო. მიმდინარე წლის 28 მაისს წავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში და იქ გავიგეთ პირველად, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ორი თვე დავყავით საავადმყოფოში, თირკმელებზე ვმურნალობდით, მაგრამ თანდათან მდგომარეობა გართულდა და ფილტვებზეც დასჭირდა ოპერაცია. ახლა ისევ ფილტვებზე გვაქს ოპერაცია გასაკეთებელი, სეფსისი აქვს და თირკლმებიც არ მუშაობს სრულფასოვნად.
- თურქეთშია. ჯერ აჯიბადენის სავადმყოფოში გვყავდა, მერე კი სხვაგან გადავიყვანეთ იმიტომ, რომ ფინასნსურად ვერ შევწვდით იქ მკურნალობას. ახლაც სხვა კლინიკაში გადაგვყავს რეანომობილით, რადგან საკმარისი თანხები მკურნალობისთვის არ გვაქვს და ვეძებთ ისეთ საავადმყოფოს, სადაც შედარებით შეღავათიანი იქნება მკურნალობის საფასური.
- საწყის ეტაპზე 50 000 დოლარია საჭირო. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას რა დასჭირდება, ჯერ არ ვიცით. თურქეთში გვითხრეს, რომ ცუდად არის ოპერაცია გაკეთებული, ფილტვები აქვს დაბინძურებულიო. შეიძლება ოპერაცია ნორმალურად გაუკეთეს, მაგრამ შემდეგ აღარ მიაქციეს სათანადოდ ყურადღება. დრენაჟები რომ ჩაუდგეს, არ დაიცვეს სისუფთავე და ინფექცია შეიჭრა.
- ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და 10 000 დოლარით დაგვაფინანსა, მაგრამ ეგ თანხმა მიზერულია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვჭირდება მკურნალობისთვის.
- ლილე სამის წლის ხდება 25 აგვისტოს. დედის გარეშე ერთი ღამე არ გაუთევია და სულ კითხულობს, ამბობს დედა მომიყვანეთო. მარიამს, როცა ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა, სამი თვის ორსული იყო და მუცელი მოეშალა.
- ძალიან ნერვიულობს, განიცდის და სულ დამამშვიდებლებს უკეთებენ, თან დაბნეულია ერთი კლინიკიდან მეორეში რომ გადაგვყავს.
თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მარიამს და სამი წლის ლილეს დედა დაუბრუნდეს ჯანმრთელი, თანხის ჩარიცხავს შეძლებთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი GE47BG0000000101097147
თიბისი ბანკი GE35TB7598645061100102
მიმღები: ალიკო შუბითიძე
რუსკა კილასონია