რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
სექტემბრიდან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრები სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში შესაბამის აცრას ჩაუტარებენ. მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ეხება არა მარტო პირველკლასელებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს.

- მოგეხსენებათ, წინა წელს წითელას ეპიდემია იყო საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ბევრს არ ჰქონდა  წითელა-წითურას აცრა და აუცილებელი გახდა სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, - აცხადებენ სამინისტროში.

თუ მშობელს შვილისთვის აცრის ჩატარება არ ენდომება,
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, უნდა წარადგინოს დასაბუთებული უარი, რატომ არ სურს აცრის გაკეთება: "მხოლოდ "არ მინდა" არ კმარა, მშობელმა დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მათთან იმუშავებს ექიმი, აუხსნის რისკებს, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს და ეტყვის იმასაც, რომ თავად აცრას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის“, - ამბობენ სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

altაცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები


12475
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
თიკო-ს
0
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება, ასე რომ, თქვენ ნამდვილად ატ გკითხავთ არავინ, ვინ იჯდება თქვენი შვილის კლასში. სკოლაში აცრა ვინ მოიფიქრა, არის სკოლის სამედიცინო ოთახი აღჭურვილი სათანადოდ , რომ ბავშვს ალერგიული შოკი რომ მოუვიდეს, მდგომარეობიდან გამოიყვანოს? თუ კანონში ამას შეიტანენ, კეთილი ინებონ და მაშინ, აცრამდე სათანადო კვლევები ჩაუტარონ. და პასუხისმგებლობა აიღონ შედეგებზე, ეს პასუხისმგებლობა დააფიქსირონ ხელის მოწერით. P.S. მე აცრილი მყავს ბავშვი, მაგრამ ვემხრობი იმას , რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა და აცრის თუ არა თავის შვილს. სახელწიფოს მოვალეობაა სწორი ინფორმაცია მიიტანოს ხალხამდე და გასცეს კითხვებზე სწორი პასუხი (ვგულისხმობ იმას, რა შეიძლება მოჰყვეს აცრას და აუცრელობას) .
11:43 / 16-09-2019
sava
0
რა ბნელა საქართველოში !
08:15 / 16-09-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```