რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
სექტემბრიდან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრები სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში შესაბამის აცრას ჩაუტარებენ. მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ეხება არა მარტო პირველკლასელებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს.

- მოგეხსენებათ, წინა წელს წითელას ეპიდემია იყო საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ბევრს არ ჰქონდა  წითელა-წითურას აცრა და აუცილებელი გახდა სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, - აცხადებენ სამინისტროში.

თუ მშობელს შვილისთვის აცრის ჩატარება არ ენდომება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, უნდა წარადგინოს დასაბუთებული უარი, რატომ არ
სურს აცრის გაკეთება: "მხოლოდ "არ მინდა" არ კმარა, მშობელმა დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მათთან იმუშავებს ექიმი, აუხსნის რისკებს, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს და ეტყვის იმასაც, რომ თავად აცრას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის“, - ამბობენ სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

altაცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები


17171
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
natia
2
ეხლა რასაც ვიტყვი,ალბათ მეც ბნელს დამიძახებთ ,მაგრამ არაუშავს :)მაინც დავწერ.მოკლედ ჩემ შვილს 5 წლამდე აბსოლიტურად ყველა აცრა ჩავუტარე.2 წლამდე ასაკში დაუდგინეს აუტიზმის სპექტრი.დიაგნოზის შემდეგ კიდევ აცრა გავუკეთე(ვიცი რომ აცრა აუცილებელია)5 წლის გეგმიურ აცრაზე ისე მოხდა რო ვერ ავცერი ,სხვადასხვა მიზეზების გამო გაიჭიმა დაახლოებით 7 თვე .5 წლის და 6 თვის იყო დაიწყო ლაპარაკი,ჭამა ,თამაში .ეხლა 8 წლის არის.აუტიზმის დიაგნოზი აღარ ააქვს.ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს 5 წლის ასაკისთვის განკუთვნილი აცრა გავუკეთო.რომელიც განმეორებითია და იგივეა რაც 2 წლის ასაკში ჩატარებული.უბრალოდ ორგანიზმს 80 პროცენტის მაგივრად უკვე 90 ით იცავსო(ესე ამიხსნა ექიმმა)
12:51 / 19-09-2019
თიკო-ს
1
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება, ასე რომ, თქვენ ნამდვილად ატ გკითხავთ არავინ, ვინ იჯდება თქვენი შვილის კლასში. სკოლაში აცრა ვინ მოიფიქრა, არის სკოლის სამედიცინო ოთახი აღჭურვილი სათანადოდ , რომ ბავშვს ალერგიული შოკი რომ მოუვიდეს, მდგომარეობიდან გამოიყვანოს? თუ კანონში ამას შეიტანენ, კეთილი ინებონ და მაშინ, აცრამდე სათანადო კვლევები ჩაუტარონ. და პასუხისმგებლობა აიღონ შედეგებზე, ეს პასუხისმგებლობა დააფიქსირონ ხელის მოწერით. P.S. მე აცრილი მყავს ბავშვი, მაგრამ ვემხრობი იმას , რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა და აცრის თუ არა თავის შვილს. სახელწიფოს მოვალეობაა სწორი ინფორმაცია მიიტანოს ხალხამდე და გასცეს კითხვებზე სწორი პასუხი (ვგულისხმობ იმას, რა შეიძლება მოჰყვეს აცრას და აუცრელობას) .
11:43 / 16-09-2019
sava
2
რა ბნელა საქართველოში !
08:15 / 16-09-2019
100 %ით აცრა არის სავალდებულო!!
5
კომენტარებს გადავხედე და ძალიან ბნელა!აცერით ხალხნო ბავშვები თქვენ მაინც გაქვთ საბჭოთა პერიოდი გავლილი როცა სავალდებულო იყო აცრა და სად იყო მაშინ ასე მასიურად წითელა და ეგეთები თუ იყო ადვილად იტანდა ყველა!ევროპაო რო იძაცით ყველა ნორმალური განათლებული მშობელი ცრის ბავშვს სამშობიაროდანვე ეუბნებიან ექიმევი რომ აცრა საჭიროა.არ წარმომიდგენია წითელაზე როგორ არ უნდა აცრა ან მენინგოკოკებზე.აცრის გვერდითი მოვლენა მაქსიმუმ მაღალი სიცხე და ექიმი სიცცის დამწევს უწერს მაგრამ აუცრელს თუ შეხვდა დაავადება ის გვერდითა მოვლენა სიცხე რა მოსატანია როცა სიკვდილამდე შეუძლია დაავადდეს ან დაინვალიდდეს. აცერით ხალხნო ბავშვები ნუ პანიკიორობთ!აცერით!! ამით სხვა ბავშვებსაც უქმნით საფრთხეს!!!!
02:25 / 03-09-2019
nana
4
ქალბატონ თიკოს,თქვენ ეტყობა აცრით დაზარალებული და გარდაცვლილი ადამიანი არ გინახავთ ჯერ,გაიგეთ ხალხნო,აცრა არ გვიცავს,აცრილი ადამიანი,ესაა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირი ,დაქვეითებული იმუნიტეტი კი გაქცევთ მუდმივ პაციენტად,რაც ყველაზე მეტად აწყობთ აცრების მესვეურებს,იმნაძემ ჯერ თავის შვილიშვილებს გაუკეთოს აცრა ჩვენს თვალწინ.
18:33 / 01-09-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი