რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
სექტემბრიდან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრები სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში შესაბამის აცრას ჩაუტარებენ. მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ეხება არა მარტო პირველკლასელებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს.

- მოგეხსენებათ, წინა წელს წითელას ეპიდემია იყო საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ბევრს არ ჰქონდა  წითელა-წითურას აცრა და აუცილებელი გახდა სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, - აცხადებენ სამინისტროში.

თუ მშობელს შვილისთვის აცრის ჩატარება არ ენდომება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, უნდა წარადგინოს დასაბუთებული უარი, რატომ არ
სურს აცრის გაკეთება: "მხოლოდ "არ მინდა" არ კმარა, მშობელმა დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მათთან იმუშავებს ექიმი, აუხსნის რისკებს, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს და ეტყვის იმასაც, რომ თავად აცრას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის“, - ამბობენ სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

altაცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები


17178
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
დედა
0
აგრძელებს ბნელი და მწვალებლური ქართული მედიცინა თავისი მოქალაქეების საცდელ ბაჭიებად გამოყენებას!!! აუტიზმის და სხვა განვითარების შეფერხებებით უკვე ყველა მეხუთე ბავში ავადობს და როგორ ბედავთ მსგვსი პროგრამების თნ ასე უცერემონიოდ თავზე მოხვევას!!! წლებია გრძელდება საშიში სტატისტიკა აუტისტური სპექტრის მოშლილი პატარების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება!!! უცხოეთის საიტებზე უკვე კვლევების შედეგებს დებენ როომ ეს სწორედ რომ ვაქცინაციის შედეგებია!!! ვაქცინების რომლებსაც ვირთხებზე აღარ იკველევენ და პირაპირ მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობაზე სცდიან და ჩვენზეეეეე!!!!! ჭკუას მოუხმეთ ყველამ და ნუ დავასამარებთ ჩვენს მომავალს!!!
11:11 / 22-08-2019
ლილუ
0
ასეთი სტატიის დადებას როგორ კადრულობთ? ყურმოკრულს და დაუსაბუთებელს?? ჭორის დონეზე მოსაუბრე ჟურნალისტები რომ გყავთ უკვე გასაგებია თქვენი საიტის დონე!! ისე სამინისტროში ვინ გაანდო ეს ინფორმაცია? კარისკაცმა?? სამარცხვინოა!!
10:51 / 22-08-2019
lol
0
მარტო ის წინადადება, რომ თურმე აცრას არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს და სრულიად უსაფრთხოა-არის ძალიან დამაფიქრებელი და ამითი თვითონ დაიწვით თავი, იმიტომ რომ აცრას 3 ფურცლიანი ანოტაცია მოყვება, რომელზეც ათასი გვერდითი მოვლენაა დაფიქსირებული, ანაფილაქსური შოკიდან დაწყებული-სტევენ ჯონსონის სინდრომით დამთავრებული! ვის ასულელებთ თქვე საცოდავებო, დიახაც რომ არ მინდა საკმარისია, როცა არანაირი კანონი არ გავალდებულებს აცრას! რომელი ექიმი აგვიხსნის საჭიუროებას, კიბო და ანთება რომმ ვერ გაურჩევიათ და საზღვარგარეთ თავები რომ აქვთ მოჭრილი ამდენი არასწორი დიაგნოზით დაზარალებული პაციენტების გამო? იმდენი გამოკვლევაა საჭირო სანამ ბავშვი აიცრება, ალერგიაც კი საკმარისია, რომ ბავშვმა ანაფილაქსური შოკი მიიღოს, ამის მერე რომელი ექიმი აიღებს თავზე პასუხისმგებლობას? არცერთი ხო? ამ აცრების დასაღებაც და ჩვენს შვილებზე ექსპერიმენტები იმ გრანტების ასაღებადაა საჭირო , ევროპა-ამერიკიდან რომ იჯიბავენ და ვეღარ გაძღნენ!
10:15 / 22-08-2019
0
თამარ იაკობაშვილი როგორც ჩანს მორიგი არაპროსიონალი ჟურლინისტია
10:02 / 22-08-2019
1
უარს თუ არ წარვადგენ დაიჭერთ და ძალიათ აცრით?? ვაი თქვენს პატრონს!! ვის რა უნდა აუხსნათ ერთ კითხვაში ჩაიჭრა თქვენი ეპიდემიოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი!! ცოტა მეტი წაიკითხეთ თორემ სირცხვილია თქვენზე ინფორმირებულ მშობლებთან მოგიწევთ პასუხების გაცემა
09:40 / 22-08-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები