რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა
სექტემბრიდან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრები სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში შესაბამის აცრას ჩაუტარებენ. მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ეხება არა მარტო პირველკლასელებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს.

- მოგეხსენებათ, წინა წელს წითელას ეპიდემია იყო საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ბევრს არ ჰქონდა  წითელა-წითურას აცრა და აუცილებელი გახდა სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, - აცხადებენ სამინისტროში.

თუ მშობელს შვილისთვის აცრის ჩატარება არ ენდომება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, უნდა წარადგინოს დასაბუთებული უარი, რატომ არ
სურს აცრის გაკეთება: "მხოლოდ "არ მინდა" არ კმარა, მშობელმა დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მათთან იმუშავებს ექიმი, აუხსნის რისკებს, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს და ეტყვის იმასაც, რომ თავად აცრას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის“, - ამბობენ სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

altაცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები


17178
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
ana
4
ჩემი 1კლაშია და ყველა აცრა ჩატარებულიაქ ეს აუცილებელია ხალხო რას ქვია არაუცრით
09:15 / 26-08-2019
თიკო
6
ზემოთ კომენტარი უწერია ქალბატონს ერთი არმინდა დამიბარონო! ხოდა ერთი არ მინდა ჩემი შვილის კლაში ვინმე აუცრელი იყოს! თქვენ თუ ამდენს გაჰკივიხართ ეგბ თემისავით ჩვენც არ გავჩუმდებით, ბნელა თუ რახდება?! რა აცრები არგინდათ ხალხნო ამდენი დაავადების მშემდეგ? საკუთარ შვილებს როგორ რისკავთ? შარშან ჩემს თვალწინ დაეღუპათ აუცრელი 17 წლის ანგელოზზი ბიჭი, ინფექციურში იწვა წითელამ მოკლა ხოო!! იცით რატომ დედამისმაც თქვენსავით უარი თქვა აცრებზე! ხოდა მოუკვდათ, ეხლაც არ ამომდის თვალებიდან და გონებიდან, ჯვარი სწერია ყველა თქვენთაგანის შვილს აცრა არ კლავს აუცრელი კვდება!
02:03 / 25-08-2019
nona
2
ჯანდაცვის ან განათლების სამინისტროს მესვეურები ან აზრზე არ არიან რა მიზანს ემსახურება ეს საყოველტაო და იძულებოითი აცრები ( თან ვაქცინა უსაფრთხოაო, რომ ამტკიცებენ, რის საფუძველზე? ასე უთხრეს ვაქცინის მწარმოებლებმა და სჯერათ?). ან იციან, მაგრამ ქრთამუ აიღეს! ორივე შემთხვევაში დატოვონ თანამდებობები! არც უტვინო და არც უსინდისო მმართველები არ გვინდა!!!
18:41 / 23-08-2019
კიდევ ერთი დედა
1
და თუ ვაქცინაცია ბავშვს დააზიანებს, ვინ აგებს პასუხს და ვინ აგვინაზღაურებს მორალურ ზიანს?
02:57 / 23-08-2019
skvo
3
აქეთ ვიმუშავებ ექიმთან და გავესაუბრები ვაქცინების შემადგენლობაზე, აცრებით დაზარალებულ უამარავ ბავშვზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო და მისთვის უცნობ საკითხზე :) ერთი გაბებოდს ვინმემ და დამიბაროს "გასაუბრებაზე", მეტი არაფერი მინდა. მასტერკლასს ჩავუტარებ ამ უვიცებს პ.ს. რის საფუძველზეა ატეხილი ეს ამბავი? კანონი გვანახეთ. ნამეტანი დაუკრეფავში გადავიდა ეს ჩვენი "მზრუნველი" ჯანდაცვა და შედეგიც არ დააყოვნებს.
11:38 / 22-08-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები