რატომ დაბრუნდა წითელა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება უკვე აღმოფხვრილი იყო - რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში
რატომ დაბრუნდა წითელა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება უკვე აღმოფხვრილი იყო - რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში
ევროპის ოთხ ქვეყანაში, სადაც წითელა აღარ ფიქსირდებოდა, კვლავ დაფიქსირდა. რა მდგომარეობაა საქართველოში

წითელა კვლავ დაფიქსირდა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება უკვე აღმომფხვრილი იყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ალბანეთი და საბერძნეთი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია. რატომ გავრცელდა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად ამ ქვეყნებში წითელა და რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე
გვპასუხობს:

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ოთხმა ქვეყანამ დაკარგა ელიმინაციის სტატუსი. ელიმინაციის სტატუსი ნიშნავს, რომ 36 თვე არ ყოფილა წითელას შემთხვევა. ახლა რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, მათ ეს სტატუსი დაკარგეს. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი უნდა იყოს ქვეყნის ყველა რაიონში და მოსახლეობის ყველა ჯგუფში. შეიძლება ქვეყანაში ზოგადად მაღალი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი, მაგრამ მის რომელიღაც ნაწილში არ იყოს სრულად აცრილი მოსახლეობა. ასეთ ჯგუფს წითელა აუცილებლად მონახავს და იქ გაჩნდება. რაც შეეხება საქართველოს, ზაფხულია და ცოტა შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ შემოდგომაზე ველოდებით, რომ კვლავ მოგვიბრუნდება. თავდაცვის ერთადერთი გზა კი ვაქცინაციაა.

წითელა სიცოხლისათვის საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, წითელათი დაინფიცირების შემთხვევათა მესამედში,
საჭირო ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა:

  1. ყურის ანთება (ოტიტი) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყრუე
  2. ფილტვების ანთება (პნევმონია)
  3. დიარეა
  4. თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
  5. სიკვდილი

განვითარებულ ქვეყნებში, წითელას 1000 შემთხვევიდან 1 სიკვდილით მთავრდება. განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი - 1000-დან საშუალოდ 30-60 შემთხვევა.

წითელას იშვიათ, მაგრამ ძალიან სერიოზულ გართულებას ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდეს და რომლის გამოსავალი, როგორც წესი, ლეტალურია.

წითელასაგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც ტარდება 1 და 5 წლის ასაკში. წლამდე ბავშვთა დაცვა მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული ანტისხეულების საშუალებით ხდება. თუმცა, თუ დედას არ აქვს წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, ბავშვი აბსოლუტურად დაუცველი რჩება დაავადებისაგან.

807
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```