რატომ არ მკურნალობენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში
რატომ არ მკურნალობენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში
პეკინის ქუჩაზე მოხდარმა ინციდენტმა, როცა გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი დანით დაჭრა, საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე დააფიქრა.
ფსიქიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებულია. ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ზუსტი სტატისტიკა საქართველოში ფსიქიკური აშლილობების გავრცელების შესახებ არ არსებობს. როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურ აღრიცხვაზეა დაახლოებით 80 000 სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი. მაგრამ არაოფიციალურად ეს რიცხვი შესაძლებელია, უფრო დიდიც იყოს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფსიქიკური აშლილობის
მქონე ადამიანები უარს ამბობენ ექიმთან ვიზიტზე, საზოგადოების დამოკიდებულება და მუდმივი შიშია, რომ საზოგადოება და სანათესაო მას "გიჟის“ იარლიყს ჩამოკიდებს.
რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულებები აღარ მუშაობს. სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიულ-სტაციონალურ მომსახურებას 10 დაწესებულება ახორციელებს, არის 21 ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, თემზე დაფუძნებული 26 მობილური გუნდი და 4 კრიზისული ინტერვენციის სამსახური.
რატომ ამბობენ ადამიანები მკურნალობაზე უარს და რა პრობლემებია ამ კუთხით დღეს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მანანა შარაშიძე საუბრობს:

- ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ შექმნილია უარყოფითი წარმოდგენა, რომ ისინი აგრესიულები და საშიშნი არიან. ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემა ეწყება, უჭირს აღიაროს, რომ ეს პრობლემა აქვს. მალავს, იმიტომ, რომ არ სურს, მასზე ვინმემ
ცუდად იფიქროს. საზოგადოების დამოკიდებულების, სტიგმის გამო ამ ფაქტს ოჯახიც მალავს და დროულად არ მიმართავენ შესაბამის სერვისებს. ფსიქიატრიული საავადმყოფო სტიგმატიზებულია. არ სურთ იქ გამოჩენა იმიტომ, რომ იციან, მათზე საახლობლო წრე დაიწყებს საუბარს. ამიტომ, გამოსავალია სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები ინტეგრირებული უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.
კვლევების მიხედვით, დანაშაულების უმეტესობას ჩადიან ის ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზი, ფსიქიკურ დაავადებაზე თანდართული ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ზრდის სასტიკი დანაშაულების ჩადენის ალბათობას. ამის საპირისპიროდ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები სხვებთან შედარებით უფრო მეტად ხდებიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულს მედია ზოგჯერ სენსაციის სახით აშუქებს და იქმნება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის უარყოფითი ხატი. სტიგმა ყველაზე ცუდია. სტიგმის გამო ადამიანები დროულად არ იწყებენ მკურნალობას და ვფიქრობ, თანდათან ეს უნდა დავძლიოთ.

- რა შემთხვევაში მიმართავს ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს?

- იმ შემთხვევაში, თუ შეატყობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, მაგალითად გარკვეული დროის განმავლობაში აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობა, მოემატა გაღიზიანებადობა ან დაღლილობის შეგრძნება დღის ძირითადი დროის მანძილზე, ან გაუჩნდა მტანჯველი განცდები, რომ მასზე ზემოქმედებენ, უთვალთავლებენ და სდევნიან, ესმის ხმები, დაუქვეითდა მადა და დაერღვა ძილი, თუმცა ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება მათ თავს, უჭირთ თავიანთი განცდების იდენტიფიკაცია, თან ფსიქიკური აშლილობების სიმპტომების შესახებ აქვთ ცოდნის ნაკლებობა და თავის განცდებს და ტანჯვას ვერ უკავშირებენ ფსიქიკური აშლილობის დაწყებას, ან მისი ოჯახის წევრები ამჩნევენ, რომ მათი ახლობელი შეიცვალა, განსხვავებულად იქცევა, რაღაც აწუხებს, ჩაიკეტა, ინტერესები დაკარგა, რაც უშლის მას ხელს ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგჯერ ფსიქიკურ სიმპტომებს თან ახლავს სომატური ჩივილებიც. ხშირად არ იციან, ვის და სად მიმართონ.  ასეთ დროს ადამიანები მიმართვენ საერთო პროფილის პოლიკლინიკას, ოჯახის ექიმს ან ნევროლოგს, ექიმი მოახდენს მის ფსიქიკური სიმპტომების იდენტიფიკაციას და გადააგზავნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში.
mshoblebi

- რა შემთხვევეაში ხორციელდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის სტაციონარული მკურნალობა ?

- ეს ხდება მაშინ, როცა მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღწეული საავადმყოფოს გარე სერვისებში.
სტაციონარული მკურნალობა შეიძლება იყოს ნებაყოფილობითი და არანებაოფილობითი. ნებაყოფილობითია მკურნალობა, როცა პაციენტი თავისი ნებით, მკურნალობისათვის მიმართავს სტაციონარს და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულ თანხმობას აწერს ხელს.
იმ შემთხვევაში, თუ პირს, ფსიქიკური აშლილობის გამო, არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება.
პაციენტის სტაციონარში არანებაყოფილობით მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი. თუ ექიმ-ფსიქიტრთა კომისია მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება აუცილებელია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მიმართავს სასამართლოს, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პაციენტის სტაციონარში მოთავსების ბრძანების გაცემის მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის მიღებიდან 24 საათის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს იგი და მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ. პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, როგორც კი ეს კრიტერიუმები ამოიწურება, პაციენტს უფლება აქვს დატოვოს სტაციონარი.
mshoblebi
არანებაყოფილობითი სტაციონირების თავიდან აცილება, მდგომარეობის გაურესების პროფილაქტიკა შესაძლებელია, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირზე ზრუნვის სისტემა იქნება გამართული უწყვეტად და კოორდინირებულად განხორციელდება თემზე-დაფუძნებული ურთიერთდაკავშირებული სამსახურების ქსელის საშუალებით.

- ვინ უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდებიან?

- ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვას უნდა ახორციელებდეს მულტიდისციპლინარული გუნდი, ეს გუნდი პაციენტის საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა შემადგენლობის შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ხშირად შედიან: ფსიქიატრი, ექთანი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი. ფსიქოტროპული მედიკამენებით მკურნალობის გარდა პაციენტებს ესაჭიროებათ ფსიქოსოციალური ინტერვენციები, რომელიც დაეხმარება მათ დაამოუკიდებელი ცხოვებისთვის აუცილებელი სოციალური უნარ-ჩვევების აღგენა/ განვითარეაბში. ასევე საჭიროა დაინეგოს და განვითარდეს შრომითი უნარების რეაბილიტაცია. ხშირად ფსიქიკური დაავადების დაწყების შემდეგ ადამიანები კარგავენ სამსახურს, ან ძნელად საქმდებიან, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე მაღალია. უარესდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომ მათთვის ჯანმრთელობის სერვისების გარდა, აუცილებელია სოციალური სერვისების დახმარება.

- ამ კუთხით, რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში?

- საქართველოში სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისათვის გარკვეული ნაბიჯები არის გაგადადგმული, ვართ გზის დასაწყისში. ეს პროცესი 2017 წლის შემდეგ გააქტიურდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ, გაიხსნა ოცდექვსი ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი. 2012-დან 2017 წლამდე ამ სფეროში დაფინანსება უმნიშვნელოდ იზრდებოდა. 2017 წელს დაფინანსების მოდელის ცვლილების გამო ღუდუშაურის კლინიკაში დაიხურა ფსიქიატრიული განყოფილება, ამავე დროს გადაიდგა გაკვეული ნაბიჯებიც: 2015-2019 წლებში შეიქმნა 26 მობილური ფსიქიკური ჯანმრთელობის გუნდი. ბავშვებისათვის რამდენიმე სერვისი, 2018 წლიდან დაფინასებამ მოიმატა 16 მლნ. ლარიდან 24 მილნ. ლარამდე, მაგრამ თუ შევადარებთ საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამას, ეს დაფინანსება მწირზე მწირია.
mshoblebi

- ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოწერის შემდეგ ვინ ზრუნავს პაციენტზე?

- სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ პაციანტზე ზრუნვას აგრძელებს ამბულატორია, ან მობილური გუნდი. დასავლეთის ქვეყნებში, ზოგადად, როდესაც ადამიანს აქვს პრობლემა, ოჯახის ექიმს მიმართავენ, ოჯახის ექიმი მკურნალობს მისი სომატური ჯანმრთელობის პრობლემებს, მანვე უნდა მოახდინოს ფსიქიკური პრობლემებს იდენტიფიცირება და გადაამისამართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში, სადაც მას დახმარებას აღმოუჩენენ. დიდი საავადმყოფოები კი არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს განყოფილებები საერთო პროფილის საავადმყოფოებში. როგორც არსებობს კარდიოლოგიური განყოფილება, თერაპიული განყოფილება. იმიტომ, რომ ასეთ განყოფილებებში ადამიანები უფრო ადვილად მიდიან.

- თუ პაციენტს არ სურს მკურნალობა, იძულებით ვერავინ განახორციელებს ამას?

-ძალით მისი მკურნალობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. მხოლოდ იმ შემთხვევებში მოხდება ნების გარეშე ანუ არანებაყოფილობითი სტაციონირება და მკურნალობა თუ პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის გმართულად მუშობა ადვილი არ არის, ფსიქიკური პრობლემების ადამიანის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და საზოგადოების უფლებებიც, ბეწვის ხიდზე სიარულია!

- როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უარს აღარ ამბობდნენ მკურნალობაზე?

- დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში ცალკე მდგომი, სტიგმატიზირებული დიდი ზომის ფსიქიატრიული საავადმყოფოები ( სადაც როცა მოხვდები, შემდგომ მუდმივად მოგაკერებენ "გიჟის" იარლიყს ) ნელ-ნელა დახურეს და ჩაანაცვლეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სხვადასხვანაირი სერვისებით, ასევე ზოგადი პროფილის კლინიკებში გახსნეს ფსიქიატრიული განყოფილებები, რომლებიც ნაკლებად იზოლირებული იყო, ასეთ განყოფილებებში და სერვისებში ადამიანის უფლებების დარღვევების დამალვა ნაკლებად არის შესაძლებელი.
ზოგადი პროფილის კლინიკაში ფსიქიატრიული განყოფილება უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ხშირად სომატური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებთ, რომელთა მართვაც ასეთ კლინიკებში უფრო მარტივია. გარდა ამისა, მსგავს კლინიკებში ვიზიტისას ისინი დაცულნი არიან სტიგმისგან და უფრო მარტივად მიდიან სამკურნალოდ. 

თამარ იაკობაშვილი


3400
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
kolxi
0
https://www.youtube.com/watch?v=4tpBzkKbFVc ფილმი არის გერმანულ ენაზე მაგრამ ძალიან საინტერესოა ,თუ როგორ მკუნალობენ რუსეთში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს
12:31 / 02-09-2019
kolxi
0
თანამედროვე ფსიქიატრები კარგახანია მუშაობენ ახალ აღმოჩენაზე მაგ :ფინეთში და ნორვეგიაში ფსიქიურად დაავადებულებს მედიკამენტების გარეშე მკურნალობენ.მატი გარიყვა საზოგადოების მხრიდან დიდი დააშაულია .მათ ჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა დათანაგრძნობა
12:26 / 02-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```