"ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რომ მაინცდამაინც ვი­ღაც მოკ­ვდეს გრი­პით... ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა"
"ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რომ მაინცდამაინც ვი­ღაც მოკ­ვდეს გრი­პით... ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა"
ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გრიპის მოახლოებულ სეზონზე წერს და მოსახლეობას შესაძლო საფრთხეებს ახსენებს. 

"გრი­პის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა და წინა წლე­ბის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩემი სა­კუ­თა­რი სტა­ტის­ტი­კი­დან, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს, მერე პოს­ტფაქ­ტუმ რომ არ მო­მი­წი­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ახ­სნა.

- სამ­წუ­ხა­როდ, გრი­პით კვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის ასე იყო ყვე­ლა სე­ზონ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან წინა სე­ზონ­ზე მოკ­ვდა 10 ადა­მი­ა­ნი გრი­პით, დო­მი­ნან­ტი ვირუ­სი იყო H1N1. აშშ-ი მოკ­ვდა 80 000 ადა­მი­ა­ნი. ამ სე­ზონ­ზეც იქ­ნე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სამ­წუ­ხა­როდ, ეს
არის რე­ა­ლო­ბა და ამ რე­ა­ლო­ბას სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე თუ გა­ვი­თა­ვი­სებთ არის უკე­თე­სი ჩვენ­თვის;


ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დე­ბი გრი­პის ვირუ­სის მი­მართ არი­ან ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი;

- ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თავ­დაც­ვა გრი­პის ვირუ­სის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს უნდა ჩა­ვი­ტა­როთ, რად­გან ვირუ­სი იც­ვლის "ფორ­მას" და ყო­ველ წელს ხდე­ბა სა­ჭი­რო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ია. ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს მე­დი­ცი­ნას, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ვაქ­ცი­ნა­ზე და იმე­დია, მალე მი­აგ­ნე­ბენ მა­გის გა­სა­ღებ­საც;

- ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც, ორ­სუ­ლე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც;

არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი არ არის სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, უბ­რა­ლოდ მი­დი­ხართ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­ში და ექი­მი გა­გე­სა­უბ­რე­ბათ;
რო­დის უნდა გა­კეთ­დეს და რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­საც ად­გილ­ზე
უკეთ აგიხ­სნით ექი­მი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას;

არ მო­გე­რი­დოთ შე­კი­თხვე­ბის დას­მა კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­გაც­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ (არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით ვი­ზი­ტი­სას);
- ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი დრო, რათა გა­მო­მუ­შავ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად ჯო­ბია, გა­ვი­კე­თოთ გრი­პის სე­ზო­ნის მოს­ვლამ­დე ანუ რო­გორც კი შე­მო­ვა ახა­ლი ვაქ­ცი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე. ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ ვი­ღაც მოკ­ვდა გრი­პით, ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე;

- ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია (რო­დის შე­მო­ვა, რა ღირს, რო­მელ კლი­ნი­კა­შია და ა.შ.) შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ ან ად­გი­ლობ­რი­ვად თქვენ უახ­ლო­ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ან დარ­ე­კოთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 1505 ;

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გრიპ­ზე უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა წელ­საც. რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის და რო­დის და­ი­წყე­ბა ეს აქ­ცია, და­ი­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ გვერ­დზე და ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე;

მე და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი, ეკას ორ­სუ­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყო­ველ წელს ვიც­რე­ბით;

ვაქ­ცი­ნა (რო­გორც ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში) არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და აქვს მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია;

უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის არც ნი­ღა­ბის და ზო­გა­დად ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა ყვე­ლა­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რია გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის­თვის;

ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად სხვა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ის რომ, ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად, ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ ხში­რად, მო­ვე­რი­დოთ რო­გორც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, ისე და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თან­თან კონ­ტაქტს;
  1. აც­რით გრი­პი არ და­გე­მარ­თე­ბათ;
  2. გრიპს არ შვე­ლის "პერ­ცოვ­კის არა­ყი";
  3. არც ჭაჭა;
  4. არც ცხვი­რის ნეს­ტო­ში გაფრ­ცქვნი­ლი ნი­ო­რის ჩა­დე­ბა;
  5. არც ბა­ო­ბაბ­ლა­ი­ფი, არც რე­ზერ­ვი და არც იმუ­ნო­რი­ცი და ზო­გა­დად არც ერთი(!) ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ყარ­ტალ­ყურ­ტა­ლა ფხვნი­ლე­ბი რო­მე­ლიც ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გით იყი­დე­ბა;
  6. მა­ღა­ლი დო­ზე­ბით c ვი­ტა­მი­ნი იმუ­ნი­ტეტს არ "ამაღ­ლებს", მი­თია;
  7. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის შან­სებს 50%-თ შე­ამ­ცი­რებთ თუ არა, ეგ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!" - წერს არ­ჩილ მარ­შა­ნია.

altრა განსხვავებული ნიშნებით მიმდინარეობს ღორის გრიპი ბავშვებში - რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?

altპაატა იმნაძის დეტალური რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან და საგანგაშო სიმპტომებთან დაკავშირებით


5523
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლიკა
2
ძნ ბევრ მცდარ მოსაზრებას ავრცელებს ეს ადამიანი ყოველ სეზონზე, გასაგებია რომ ვაქცინების პიარს ემსახურება თავდაუზოგავად, მაგრამ ასე ხომ უამრავ ადამიანს შეიყვანს შეცდომაში. ძნ სამწუხაროა მსგავსი კადრები რომ ვერ სცილდებიან პატარა სცენებს.. თუმცა ღირსეული ამდენს არ იკადრებს. აცრილს არ ემართება გრიპი- აი ეს მითია. ჯანმრთელობას ნემსის წვერიდან ვერ მიიღებთ!
10:34 / 06-09-2019
2
Marshania, she trakis chia, ramdeni gadagixades am sisulelis dacer ist is? Orsulis acra romeli planetaze naxe she goro? Anotacia mainc caikitxe, usaprtxo ki arada imdeni gverdit movlenaa chamotvlili. Debilebitaa sasvse samyaro
09:15 / 06-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?