სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრა სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლებში აცრიან. თუ მშობელს არ აქვს სურვილი, მის შვილს აცრა ჩაუტარონ, დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მოითხოვენ თუ არა სკოლებში აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს და რა მოხდება მაშინ, თუ მშობელი ვერ წარადგენს მას? ამის შესახებ პასუხი განათლების სამინისტროში მოვიპოვეთ.
"სკოლაში აცრების ფურცლის ჩვენება სავალდებულო არ არის. უბრალოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდაცია გასცა, რომ აცრან ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული შესაბამისი აცრები. თუმცა, სკოლას შეუძლია, რომ მოითხოვოს შინგანაწესის საფუძველზე აცრების ფურცელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელს კატეგორიულად არ სურს ბავშვის აცრა, საქართველოს კონსტიტუციით, არც ერთ საგანმანათლებლო უწყებას არ აქვს უფლება, რომ ამის გამო ბავშვს შეუზრუდოს განათლების მიღების უფლება. ვერავინ მშობლის გარეშე სკოლაში ბავშვს ვერ აცრის. თვითნებურად, რომ ბავშვი საგაკვეთილო პრცესის დროს გაიყვანონ და აცრან, მგავსი რამ არც მომხდარა და არც მოხდება არასდროს. სანამ ბავშვი არასრულწლოვანია, მშობლის გარეშე მას ვერავინ ვერაფერს გაუკეთებს." - აცხადებენ განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში მოსწავლეების აცრის გადაწყვეტილება წითელას ეპიდემიის გამო გადაწყვიტეს.
თამარ იაკობაშვილი