საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკებს ზრდის - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Medscape აქვეყნებს
საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკებს ზრდის - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Medscape აქვეყნებს
"საგანგაშოდ მაღალია ჩვენთან საკეისროების მაჩვენებელი, ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე. ეს ძალიან სანდო კვლევა კი გვეუბნება აუტიზმის რისკი 33%-ით მეტიაო ასე დაბადებულებში... შეზღუდვებიც არის დაწესებული და მითითებებიც არსებობს, სამწუხაროდ არ შველის საქმეს, ცნობიერება არის შესაცვლელი ახალგაზრდების" - ამ კომენტარით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში პაატა იმნაძემ გამოცემა Medscape-ში გამოქვეყნებული სტატია სოციალურ ქსელში გააზიარა. ვინაიდან სტატიის თემა ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, მისი შინაარსი ქართულ ენაზეც
საინტერესო იქნება მშობლებისთვის.
mshoblebi
საკეისრო კვეთა აუტიზმისა და ჰიპერაქტიურობის რისკებს ზრდის. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Medscape აქვეყნებს.
მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 19 ქვეყანაში 61 სხვადასხვა კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათი დასკვნის მიხედვით, საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებს შორის აუტიზმის რისკები 33%-ით, ხოლო ჰიპერაქტიურობის 17%-ით მაღალია.
კაროლინსკას ინსტიტუტის ფსიქიატრიული კვლევების დოქტორი ტიანიან ჩანგი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქალების მიერ საკეისრო კვეთის ნებაყოფლობით გაკეთების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა, რითაც ისინი საკუთარ შვილებს გაუაზრებლად საფრთხეს უქმნიან.
ჩანგის აზრით, საკეისრო კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს თუ დედისა ან ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამას ექიმები ჩათვლიან საჭიროდ.
ამასთანავე, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასთმისა და ჰიპერაქტიურობის გარდა საკეისრო კვეთის
დროს ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის, ალერგიისა და 1-ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობები გაცილებით უფრო მაღალია.
ამიტომ მათი აზრით, საკეისრო კვეთის ნებაყოფლობით გაკეთება აკრძალული უნდა იყო და ის მხოლოდ ექიმის ნებართვის შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები.
2306
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ჯ.მ.
0
საკეისრო კვეთა საუკუნეებს ითვლის, აუტიზმი ამ საუკუნის თანმხლებია. ამაზე კი უნდა დაფიქრებულიყავით. აუტიზმის გამომწვევი მიზეზი საკეისრო კვეთა ვერ იქნება, თუ ის ექიმის დანიშნულებით ტარდება და არა პაციენტის ახირებით.რაც შეეხება უკუჩვენებას, საკეისროს ის ახლავს, მაგრამ ეს აუტიზმი ნამდვილად არ არის.
15:49 / 08-09-2019
1
რას იგონებენ?საკეისრო კვეთა კი არა,აცრები ზრდის აუტიზმის რისკს და ამას ცოცხალი თავით არ აღიარებენ.
16:33 / 07-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```