გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება - მშობლები

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება

2019-09-11 12:53:48+04:00

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გრიპის სეზონი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. წელს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი, ხოლო გახდება თუ არა ვაქცინების დამატება საჭირო, ეს ვირუსის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

"წელს დაახლოებით 100 000 დოზა ვაქცინაზეა კონტრაქტი გაფორმებული. ზოგადად, მთელ მსოფლიოში გვიან იდენტიფიცირდა, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო. ყველგან გარკვეულად გადაიწია ვაქცინების მოწოდების, დამზადების თარიღმა. ამიტომ, ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის. უკვე განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვიზეც პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები, ვინც გეგმურად უნდა აიცრან გრიპზე და 100 000 ადამიანს წელს სახელმწიფო აცრის," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

altპაატა იმნაძე - გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება

altრატომ გართულდა წელს ვირუსთან ბრძოლა და რამ გამოიწვია პანიკა ღორის გრიპთან დაკავშირებით

altრა განსხვავებული ნიშნებით მიმდინარეობს ღორის გრიპი ბავშვებში - რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?