მსოფლიოში, დაახლოებით სამნახევარ მილიონ ბავშვს C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ქრონიკული ინფექცია აქვს. ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევები ბავშვებში საქართველოშიც გვხვდება. იმისათვის, რომ მომავალი თაობა ვერაგი ვირუსისგან დავიცვათ, საუკეთესო საშუალებაა, ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრას C ჰეპატიტის ვირუსი, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის უმთავრესი მიზანია. სწორედ ამ პროგრამის საშუალებით, რომელიც უფასო გამოკვლევებსა და მკურნალობას მოიცავს, საქართველო შეიძლება გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტის საშუალებით შეძლებს ქრონიკული C ჰეპატიტის დამარცხებას. თუ ქვეყანაში არ გვეყოლება ინფექციის მატარებელი ზრდასრული ადამიანები, არ იარსებებს ბავშვის დაინფიცირების საფრთხეც.
ბავშვის და C ჰეპატიტის შესახებ ინფექციონისტ ეკატერინე დოლმაზაშვილს ვესაუბრეთ.
- საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა მკურნალობის ერთეული შემთხვევებია. ზოგადად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტების, ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული აგენტების გამოყენება რეკომენდებული არ არის. რაც შეეხება 12 წლის ასაკიდან ბავშვებს, ოფიციალურად რეკომენდებულია ამ ჯგუფის ორი მედიკამენტი: სოფოსბუვირი და ჰარვონი. ჰარვონი, თავის მხრივ, წარმოადგენს ორი პრეპარატის - სოფოსბუვირის და ლედიპასვირის - კომბინაციას.
ინფიცირებული პირის სისხლის გადასხმით ან ორგანოს გადანერგვით; კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით; საერთო შპრიცის გამოყენებით; არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით (სამედიცინო პროცედურისას ან მანიკური/პედიკური/ტატუ/პირსინგის გაკეთების დროს); იმ საოჯახო ნივთების გამოყენებით, რომელთაც შესაძლოა კონტაქტი ჰქოდეთ სისხლთან (მაგ: საპარსი, კბილის ჯაგრისი და სხვა); დედიდან ბავშვზე - გადაცემის ე.წ. ვერტიკალური გზით; C ჰეპატიტის ვირუსი შესაძლოა გადაეცეს სქესობრივი გზითაც. რაც შეეხება ბავშვებში ამ ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევებს, ცნობილია, რომ ინფიცირების ძირითადი გზა ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემაა. თუმცა ბავშვის ინფიცირება შესაძლებელია ასევე ყველა იმ გზით, რომელიც არსებობს ზრდასრული პირების შემთხვევაში.
პ.ს. კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვის დაცვის საუკეთესო გზა ჯანმრთელი მშობლებია. ამიტომაც, სანამ შვილის ყოლას გადაწყვეტთ, სჯობს დაიზღვიოთ თავი, ჩაიტაროთ სკრინინგი და, საჭიროების შემთხვევაში, იმკურნალოთ. მკურნალობა საკმაოდ ხანმოკლეა, შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ერთი დასახელების მედიკამენტი გამოიყენება და პაციენტს დღეში მხოლოდ ერთი აბის მიღება უწევს. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვირუსისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აჭარბებს; განკურნება კი, არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ თქვენი მომავალი შვილის ჯანმრთელობასაც დაიცავს. გაქვთ თუ არა C ჰეპატიტი - ამის დადგენაში მარტივი ტესტი დაგეხმარებათ, რომლის შედეგიც 15 წუთში გექნებათ; C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებშინებისმიერი გამოკვლევა და ანტივირუსული მკურნალობა უფასოა. სკრინინგი კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არამხოლოდ სამედიცინო, არამედ არასამედიცინო დაწესებულებებშიც, მათ შორის იუსტიციის სახლებშიცშეგიძლიათ ჩაიტაროთ.