"რო­დე­საც ახა­ლი ჯგუ­ფი ან ბევ­რი ბავ­შვი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, დიდი საფრ­თხეა, ინ­ფექ­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა" - პაატა იმნაძე მშობლებს მიმართავს
"რო­დე­საც ახა­ლი ჯგუ­ფი ან ბევ­რი ბავ­შვი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, დიდი საფრ­თხეა, ინ­ფექ­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა" - პაატა იმნაძე მშობლებს მიმართავს
"რო­დე­საც ახა­ლი ჯგუ­ფი ან ბევ­რი ბავ­შვი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, დიდი საფრ­თხეა, რომ თუ ვინ­მე რამე ინ­ფექ­ცი­ას მო­ი­ტანს და მას დახ­ვდე­ბა არა­ი­მუ­ნუ­რი პი­რე­ბი, ინ­ფექ­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე და მო­უ­წო­და ბა­ღი­სა და სკო­ლის ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, ბავ­შვებს ჩა­უ­ტა­რონ ყვე­ლა აცრა, რისი მი­ღე­ბაც მათი ასა­კის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"სას­წავ­ლო წელი რომ იწყე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ბავ­შვს
ასა­კობ­რი­ვად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აცრა ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი. ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ახა­ლი ჯგუ­ფი იკ­რი­ბე­ბა, ან ბავ­შვე­ბი გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ბევ­რნი ერ­თად შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, დიდი საფრ­თხეა, რომ თუ რამე ინ­ფექ­ცია ვი­ღა­ცამ მო­ი­ტა­ნა და ინ­ფექ­ცი­ას დახ­ვდა არა­ი­მუ­ნუ­რი პირი, მა­შინ ის სწრა­ფად გავ­რცელ­დეს. ამი­ტომ, ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა მშობ­ლე­ბი­სად­მი კი­დევ ერთხელ იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხონ, ბავ­შვს, რო­მე­ლიც მი­დის სკო­ლა­სა თუ ბაღ­ში, ასა­კობ­რი­ვად აქვს თუ არა ყვე­ლა აცრა გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ ასა­კის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.
ან ასე­ვე ისა­უბ­რა აც­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა აცრა ელექტრო­ნულ მო­დულ­ში იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი.

"ახალ აც­რებ­ზე და პა­ტა­რა ბავ­შვებ­ზე თით­ქმის აღარ არის პრობ­ლე­მა, რად­გან არის ელექტრო­ნუ­ლი მო­დუ­ლი, სა­დაც ყვე­ლა აცრა რე­გის­ტრირ­დე­ბა და სა­დაც არ უნდა იყოს ბავ­შვი,
მისი პი­რა­დი ნომ­რით შე­უძ­ლია შეს­ვლა. ძი­რი­თა­დად, ად­რინ­დელ აც­რებ­ზეა სირ­თუ­ლე. ახლა იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი და სულ მალე უკვე სა­ერ­თოდ აღარ იქ­ნე­ბა, ასე ვთქვათ, ქა­ღალ­დით ან­გა­რიშ­გე­ბა, არა­მედ მთლი­ა­ნად, ელექტრო­ნულ მო­დულ­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა ეს აცრა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

"ინტერპრესნიუსი"
2465
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?