- გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ანესთეზიოლოგიური ჩარევა არ არის ხოლმე. გარდაცვალების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. არსებობს ამერიკის ექიმთა ასოციაციის და ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის შეფასებები, სადაც გამოკვლეულია საექიმო შეცდომის სახეები, რაც პაციენტების შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი გახდა. მათ შორის
-რამდენად ხშირია საქართველოში ანესთეზიის შედეგად გარდაცვალება?
- კვლევა ჩატარებული არ არის, ზუსტად რომ ვიცოდეთ, ამ მიზეზით გარდაცვალების რამდენი შემთხვევა არსებობს. მაგრამ საერთო პროცენტი დიდი არ არის. თუმცა, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, რადგან როდესაც 19 წლის გოგონა მიდის საოპერაციოდ და გარდაიცვლება, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ცუდი შემთხვევა.- გავრცელდა ინფორმაცია დღეს გარდაცვლილი გოგონას ახლობლების მიერ, რომ ის დიდი დოზის გამო გარდაიცვალა, შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?
- მსგავსი რამ არ არსებობს. ანესთეზიოლოგმა მთავარია დოზა არ დააკლოს, თორემ დიდი დოზა გამორიცხულია. ანესთეზიოლოგიური პრობლემაა, რომ დოზა დააკლო, პაციენტმა ვერ დაიძინოს და ტკივილი იგრძნოს. დოზის დაკლებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, ზედმეტმა - არა. მაშინ არასპეციალისტი უნდა აძინებდეს, რომ მსგავსი რამ მოხდეს.- პაციენტები ოპერაციამდე წინასწარ ხელს აწერენ დოკუმენტს. რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული და რამდენად კითხულობენ ხელის მოწერამდე?
- ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტს, პაციენტის პატრონსა და ექიმს შორის კომუნიკაცია. ხელმოწერა ტრაფარეტულია. რა თქმა უნდა, იქ წერია, რა შეიძლება მოხდეს, რისკების შესახებაა ინფორმაცია. თუმცა, ის არც ექიმს იცავს და არც პაციენტს. ინფორმირებულ თანხმობაზე ხელი ექნება თუ არა პაციენტს მოწერილი, ექიმს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ეს უფრო პირდაპირი კომუნიკაციის თემაა. 90 პროცენტზე მეტი ხელშეკრულებას არ კითხულობს და ენდობა ექიმს.- რა ხდება ორგანიზმში, როცა ანესთეზიას უკეთებენ ადამიანს?
- პაციენტი იძინებს არა ფიზიოლოგიური ძილით, არამედ მედიკამენტით და ტკივილიც ყუჩდება.- წინასწარ თუ შეიძლება რისკების შემცირება და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?
- ყველა კლინიკაში შეიძლება ერთნაირად გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. მაგრამ, რაც უფრო მულტიპროფილური და დიდი გამოცდილების კლინიკაა, გამოცდილი კადრი მუშაობს, უფრო მეტადაა შესაძლებელი გართულებების მკურნალობა. არაანესთეზიით სიკვდილიანობა უფრო მეტია ოპერაციის შემდეგ, ვიდრე ანესთეზიით. თუ კლინიკაში მრავალი პროფილია, არის საშუალება, რომ გართულებებს ვუმკურნალოთ.თამარ იაკობაშვილი