"9 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც მანამდე არასოდეს აცრილან გრიპის საწინააღმდეგოდ, უნდა აიცრან 2-ჯერ" - პედიატრის გაფრთხილება
"9 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც მანამდე არასოდეს აცრილან გრიპის საწინააღმდეგოდ, უნდა აიცრან 2-ჯერ" - პედიატრის გაფრთხილება
პედიატრი მაკა ლომიძე პოსტს ავრცელებს გრიპის აცრებთან დაკავშირებით:

"არასწორი რეკომენდაციის გამო:

გაითვალისწინეთ, კონკრეტული ექიმის გადასაწყვეტი არ არის, შესაბამის ასაკში, გრიპის საწინააღმდეგოდ ბავშვი ერთხელ უნდა აიცრას თუ ორჯერ (ვაქცინას არ აქვს მნიშვნელობა)!
ასეთი რეკომენდაციების გაცემის უფლება მხოლოდ ექსპერტებს აქვთ და მათი რეკომენდაციით: 9 წლამდე ასაკის ის ბავშვები, რომლებიც მანამდე არასოდეს აცრილან გრიპის საწინააღმდეგოდ, უნდა აიცრან 2-ჯერ მინიმუმ ერთი თვის (უფრო სწორად 28 დღის) შუალედით.

რატომ?

საქმე ისაა, რომ ამ ასაკის ბავშვებს დიდი ალბათობით, მანამდე არასოდეს უავადიათ გრიპით.
ამასთან, თუ არც არასოდეს აცრილან გრიპზე, ამ ინფექციის წინააღმდეგ მათ იმუნური დაცვა თითქმის არ აქვთ. ასაკის გამო, გრიპის საწინააღმდეგო პირველი აცრის შემდეგ ვერ გამომუშავდება სრულყოფილი დაცვისათვის საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები. მეორე აცრა აუცილებელია სწორედ ამ ანტისხეულების საკმარისად მაღალი რაოდენობის გამოსამუშავებლად და შესაბამისად ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტური დაცვისათვის.

გაითვალისწინეთ: გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ადექვატური დაცვა (იმუნიტეტი) გამომუშავდება მე-2 აცრიდან დაახლოებით 2 კვირაში!

9 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს ამ ხნის მანძილზე ერთხელ მაინც აქვთ გადატანილი გრიპი. ამიტომ, თუნდაც მანამდე არასოდეს არ იყვნენ აცრილნი, მაინც აქვთ გრიპის საწინააღმედო საკმარისი “მეხსიერება” და ერთი აცრა ასეთი მეხსიერების არსებობისას საკმარისია".
1585
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?