ხშირად ბავშვების უმადობის ან პირიქით, უეცრად გაზრდილი მადიანობის ერთ-ერთი მიზეზი მათ ორგანიზმში პარაზიტების არსებობაა, რომელსაც სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ამ დროს.
რომ დადგინდეს, ორგანიზმში არის თუ არა პარაზიტი, აუცილებელია განავლის გამოკვლევა. ამისათვის დაგჭირდებათ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც უნდა მოათავსოთ განავალი და წაიღოთ გამოსაკვლევად. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კუჭის ყოველდღიური მოქმედება არ აქვს ან დღის პირველ ნახევარში არ აქვს ხოლმე მოქმედება, რაც ბავშვებთან ხშირია, შეიძლება ნიმუშის წინა დღით აღება და სიგრილეში მოთავსება. ასევე კეთდება ანალიზი პერიანალური ნაცხის, რომლის აღებაც ასევე შეუძლია ბავშვის მშობელს - წინა საღამოს ბავშვს არ უნდა დაბანოთ ქვედა ტანი და დილას როგორც კი გაიღვიძებს, ჩვეულებვირი ბამბით უნდა გაუწმინთოთ უკანა ტანი. ღამით ზოგიერთი სახეობის ჭია ღამით გამოდის და შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ კვერცხებს დებს. ეს ბამბაც უნდა მიიტანოთ გამოსაკვლევად, სასურველია, განავლის მასალასთან ერთად და გაცილებით ადვილი იქნება კვლევის ჩატარება. ხშირად სვამენ ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატებს "პროფილაქტიკისთვის", თუმცა ეს არც ისე უსაფრთხოა/გამოკვლევის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მათი უმრავლესობა ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე მოქმედებს. თანაც, პარაზიტების უამრავი სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს პრეპარატის შესაბამისი დოზა სჭირდება.
რა არის ასკარიდოზი და რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეს ჭიები
რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?