რა უნდა იცოდეთ აფთიაქში შეძენილ გრიპის ვაქცინაზე
რა უნდა იცოდეთ აფთიაქში შეძენილ გრიპის ვაქცინაზე
აცივებასთან ერთად გრიპის ვირუსის შემთხვევები იმატებს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, კლინიკებისადმი მიმართვიანობა ჯერჯერობით არაფრით განსხვავდება შარშანდელი ან შარშანწინდელი მონაცემებისგან. წინა კვირაში კი საქართველოში რინოვირუსები და ადენოვირუსები ცირკულირებდნენ:

"ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე. როგორც კი მზიან ამინდს ცივი ამინდები შეცვლის, ვირუსის გამოვლინებებიც მოიმატებს, რადგან სწორედ მზეზე ნადგურდებიან გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსები. ავადყოფი სახლში უნდა დ
არჩეს. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში, სკოლაში, ხოლო უფროსი არ უნდა იყოს სამსახურში. შემოსულია სამკომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, რომელშიც არის ორი A ტიპის H3N2 da H1N1 და B ტიპის შტამი, რომელიც წამყვანი იყო სამხრეთ ნახევარსფეროში, ამავე დროს ველოდებით ოთხკომპონენტიან ვაქცინას, რომელშიც კიდევ ერთი B შტამია დამატებული. ამ თვის ბოლოს სახელმწიფო პროგრამით დავიწყებთ აცრას და დაახლოებით 100 000 ყველაზე მაღალი რისკის მქონე მოქალაქეს სახელმწიფო უფასოდ აცრის. დანარჩენებისთვის ვაქცინები კომერციულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქსელში." -ამბობს პაატა იმნაძე.

მოსახლეობის უმრავლესობამ ვაქცინა აფთიაქში უნდა შეიძინოს.
არის თუ არა აფთიაქებში ვაქცინა, რა ღირს ან რამდენად მიზანშეწონილია აფთიაქში ნაყიდი ვაქცინის სახლის პირობებში გაკეთება? mshoblebi.ge-ამ საკითხების გარკვევას შეეცადა.

ჯერ-ჯერობით გრიპის ვაქცინა სააფთიაქო ქსელში არ არის შესული და შესაბამისად, არც ვაქცინის ფასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია ფარმაცევტებს. სამაგიეროდ აცრა დღესვე შესაძლებელია პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში.

"სამკომპონენტიანი ვაქცინა გვაქვს და ახლა ველოდებით ოთხკომპონენტიანს, აცრა 35 ლარი ღირს და სახელმწიფო დაზღვევა არ აფინანსებს"- ამბობენ პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში.

დავინტერესდით, აუცილებელია თუ არა ვაქცინის გასაკეთებლად პოლიკლინიკაში მისვლა თუ სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი გაკეთება:
ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე აცრას სახლის პიობებში არ გვირჩევს. 
"ყოველთვის ჯობს სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმის მეთვალყურეობით აცრა"- ამბობს იმნაძე.

"აცრა ნებისმიერ, შემთხვევაში პოლიკლინიკის ფარგლებში უნდა გაკეთდეს. სასურველია, რისკ ჯგუფშში მყოფმა ადამიანებმა განსაკუთრებით გამოიჩინონ სიფრთხილე. ვაქცინით 100% დაცვა არ ხდება, მაგრამ აუცილებელია გართულებების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებით, როცა თანმხლები დაავადებები აქვს პაციენტს." -ამბობს ოჯახის ექიმი.

"ბავშვების აცრა 6 თვის ასაკიდან ხდება, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან და დიდხანს იმყოფებიან დახურულ სივრცეში. სამი წლის ასაკიდან ბავშების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დადიან საბავშვო ბაღებში, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან დახურულ სივრცეში და არსებობს რისკები. ვაქცინა იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსისგან. თუმცა, ჯვარედინი მოქმედების გამო, შესაძლოა სხვა ვისურული ინფექციების სიმპტომების შესუსტებაც, შეხვედრის შემთხვევაში. ბავშვები აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აიცრან. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მაინც უცხო აგენტების შეყვანა ხდება ორგანიზმში და ჯობს, სამედიცინო დაწესებულებებს მივმართოთ "- ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი.

რისკ ჯგუფებიში შედიან:

  • 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები;
  • ორსულები.
სახელმწიფო მათ უფასოდ აცრის.

თამარ იაკობაშვილი


3012
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნიტა
0
ორსულებისთვის ოთხ კომპონენტიან ვაქცინას თავისივე ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულებისთვის ცოტა საფრთხილოაო. სამიანს მხოლოდ ის, რომ არ მოქმედებს ნაყოფზე ტოქსიკურად. ასევე, უწერია სამ კომპონენტიანს, რომ II-III ტრიმესტრში შეიძლებაო. ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა?
15:46 / 13-11-2019
თამარი
1
არ გაუკეთოთ ბავშვებს გრიპის ა რა არც მოზარდებმა და ზრდასრულებმა გაიკეთოთ. ყველაზე კარგი “აცრაა “ ნიორი. ასევე ასპირინი.
03:50 / 02-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?