შესაძლებელია თუ არა მენინგიტის საწინააღმდეგოდ აცრა საქართველოში და რომელი ასაკიდან ტარდება
შესაძლებელია თუ არა მენინგიტის საწინააღმდეგოდ აცრა საქართველოში და რომელი ასაკიდან ტარდება
საქართველოში, ყოველწლიურად, საშუალოდ მენინგიტის 10-15 შემთხვევა ფიქსირდება და რამდენიმე ლეტალურადაც სრულდება. ყოველი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ მშობლები ინტერესდებიან, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებაზე აცრა და რამდენად იცავს ის. როგორც აღმოჩნდა, ეს ვაქცინა არსებობს და საქართველოშიც იყენებენ, თუმცა მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოაქვს. ის მხოლოდ კერძო სექტორში შეიძლება მოიძიოთ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განმარტებით, ვაქცინის შემოტანის საკითხი ექსპერტებთანაც განიხილეს და საჭიროდ არ ჩათვალეს.
"ყველაფერი დამოკიდებულია
იმაზე, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში მენინგოკოკცემიის ავადობა 0,1%-იც არაა 100 000 მოსახლეზე. ვაქცინა გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც ავადობა 10-ჯერ მეტია. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია შეუკვეთოს და ჩამოუტანენ.
9 თვის ასაკიდან კეთდება, ოღონდ 2 წლამდე ასაკში ორჯერადად ხდება, 2 წლის მერე თუ კეთდება ერთჯერადად, შეიძლება გაკეთდეს. ამაზე არა მარტო ქართველი ექსპერტები, არამედ ბრიტანელი ექსპერტებიც გვყავდა ჩამოყვანილი და ვისმჯელეთ, რამდენად აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის ვაქცინის სახელმწიფო პროგრამაში შეყვანა. ექსპერტების რჩევა იყო, რომ ჩვენნაირი ავადობის ქვეყანაში ამ ვაქცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ არ გვაქვს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია", - ამბობს იმნაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ თბილისში დაიწყო მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის საპილოტე პროგრამა, თუმცა
მასზე მოთხოვნის არასებობის გამო, შეწყდა.
დავინტერესდით, თუ აქვთ შესაბამის კერძო დაწესებულებებს ეს ვაქცინა. პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ეროვნული ცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინა არ აქვთ, თუმცა ადრე ჰქონდათ და მისი ფასი 200 ლარი იყო.

კიდევ რამდენიმე ვაქცინაციის ცენტრში განგვიცხადეს, რომ ვაქცინა ამ ეტაპზე არ აქვთ.
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა, რომელიც მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით ხასიათდება. ასევე, მას ახასიათებს სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა, გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული. შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი, რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას.

თამარ იაკობაშვილი
2039
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნათია
0
ღმერთო დაგვიფარე ამ უბედურებისაგან, რომელიც თავად ადამიანებმა გაავრცელეს.
15:36 / 23-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?