ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი, საკუთარ გვერდზე მედიკამენტების ფასებსა და ხარისხზე პოსტს აქვეყნებს:
"მედიკამენტების ფასი ელვისებური სისწრაფით იზრდება, მოქმედი ნივთიერების შემცველობა კი აშკარად კლებულობს მათში! შესაბამისად, არანაირი ეფექტი! უკვე ძალიან საგრძნობია! გაფხიზლდით, ვისაც ხელეწიფება ამის კონტროლი!პარალელურმა იმპორტმა წაგვლეკა! მე პირადად, გამოვცადე საკუთარ თავზე და უკვე უამრავი ფაქტიც მაქვს! არ შეიძლება მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრი, ისიც უნდა იფიქრო, ვის ვნებ ამით! ბავშვები და მათი ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს პრიორიტეტი ყველასთვის და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა! სადღეგრძელოების თქმით ვერ გადავარჩენთ მომავალს! ბავშვებზე თუ არ ვიზრუნეთ, რად გვინდა ასეთი ქვეყანა! მე პირადად ძალიან დავიღლე! საითკენ მივექანებით, დავიღალე იმაზე ფიქრით, რა დავნიშნო, გადავედი მამაპაპურ რეცეპტებზე..."
პოსტს მკითხველებიც ეხმაურებიან:
"თითქმის ყველა წამყვანმა ფარმ. კომპანიამ დახურა წარმომადგენლობა და დარჩა ბაზარზე ქართული, თურქული, ინდური და ეგვიპტური წამლები. მიზეზი ისაა, რომ გაყიდვები არ აქვთ, გაყიდვები კი იმიტომ არ აქვთ, რომ ექიმების 95%-ს ურჩევნია დანიშნოს ის ნაგავი, რაშინ ბონუსს აიღებს, ევროპული და ამერიკული კომპანიები კი ასეთი კორუბციული სქემით არ მუშაობენ. რადგან აღარ არის წარმომადგენლობები, შესაბამისად პარარელულად შემოაქვთ ქსელებს კაცმა არ იცის საიდან და როგორი ტრანსპორტირების თუ შენახვის პირობებით. ფასი იმიტომ არის ძვირი, რომ იმ ფასში ექიმის ბონუსია ჩადებული, თორემ რა ლოგიკით უნდა ღირდეს ორიგინალი სუმამედი 13 ლარი და ქართული აზიმაკი 16 და ეგვიპტური ( ფრანგულად გასაღებული) ზირომინი 20 ლარზე მეტი. თქვენნაირ ექიმებს არ ეხება ეს ქალბატონო ინგა, მაგრამ ზუსტად ფარმ. კომპანიებთან გარიგებული ექიმების ბრალია, ის რაც ჩვენს ბაზარზე ხდება!" "როგორი არარაობა უნდა იყო, უყურებდე ვალად ნაყიდ წამალს როგორ ასმევს დედა შვილს და ტკივილსაც კი ვერ უჩერებს. შენ კი მაგ ფულით შენს შვილს აცმევდე აჭმევდე და ანებივრებდე. ცხოვრება ხომ ბუმერანგივით შემოიბრუნებს ამ ყველაფერს და ნუთუ მართლა ასე აგიჟებს ფული ადამიანს, რომ ცხოვრების კანონებისაც აღარ ეშინიათ?" "მოქმედი ნივთიერებების ნაკლებობას აღარ ჩივის უკვე კაცი, მავნე მინარევებს არ შეიცავდეს და უსაფრთხო იყოს, ესეც სანატრელი გახდა"