საშიში სიგნალები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამორჩეთ - მშობლები

საშიში სიგნალები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამორჩეთ

2019-10-29 09:49:15+04:00

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ბევრი რამის გათვალისწინება უწევთ, რადგან მათ ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებათ. ხანდახან ეს ისე მოულოდნელად ხდება, გაფიქრებასაც ვერ ვასწრებთ.

1. ბუშტები

mshoblebi

ჩვენთვის კარგად ცნობილი ბუშტები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვებისთვის, მით უმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ისინი ხომ ყველაფერს პირში იდებენ. არსებობს რისკი, რომ ბუშტი გასკდეს და წვრილი ნაფლეთები გადაეყლაპოთ, რაც სუნთქვის გართულებას გამოიწვევს - განმარტავს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კლინიკური პედიატრიისა და გადაუდებელი მედიცინის კუთხით, მერიან მანო. ამიტომ, როდესაც ბავშვს ბუშტი უჭირავს, ის მარტო არ დატოვოთ.

2. სმარტფონებზე ან პლანშეტზე თამაში

mshoblebi დღეს არ ვსაუბრობთ, რამდენად საზიანოა პლანშეტსა და სმარტფონზე თამაში. ვსაუბრობთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ზურგზე დაწოლილი თამაში.

სმარტფონის წონა, ჩვეულებრივ, 200 გრამამდეა, ხოლო პლანშეტის, 500 გრამამდე. როდესაც თქვენი შვილი ზურგზე წევს და სახის პარალელურად უჭირავს მობილური ან პლანშეტი, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ გაუვარდეს ხელიდან და სახეზე დაეცეს. ზიანი კი დამოკიდებულია მის ასაკზე. თუ ბავშვი 5 წლისაც არაა, შეიძლება საგრძნობლად დაზიანდეს და ამან სისხლჩაქცევებიც გამოიწვიოს.

ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები ისე გახშირდა, რომ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული ტრავმების სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

3. თვალით კონტაქტის ნაკლებობა

ცნობილია, რომ ეს აუტიზმის პირველი ნიშანია. თუმცა, მსგავსი დიაგნოზი თავად არ უნდა დაუსვათ ბავშვს. ეს ერთ-ერთი სიმპტომია და არა ერთადერთი. პატარა ბავშვები ზოგჯერ ხმებს აღიქვამენ, თუმცა სხვა საგანს უყურებენ. თვალით კონტაქტის ნაკლებობა ნამდვილად არ არის საკმარისი მიზეზი, რომ დაადგინოთ, ბავშვს აუტიზმი აქვს თუ არა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ახასიათებთ: თვალით კონტაქტის ნაკლებობა, მეტყველების პრობლემები, ძნელად გამოხატავს საკუთარ სურვილსა და საჭიროებას, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა იჩქაროთ დიაგნოზის დასმა, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდულურია და ზოგი უფრო სწრაფად ვითარდება, ზოგი ნაკლებად.

4. კბილების კრაჭუნი ძილის დროს

mshoblebi ხალხური სიბრძნის თანახმად, კბილების კრაჭუნი ძილის დროს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე მიუთითებს. ექიმები ამბობენ, რომ კბილების კრაჭუნს ორი მიზეზი აქვს: ფსიქოლოგიური და ანატომიური.

ხშირად ბავშვები დამღლელი დღისა და სტრესის შემდეგ ძილის დროს აკრაჭუნებენ კბილებს ან შესაძლებელია კბილების ფორმირება ხდებოდეს და ეს ამითაც იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზი უნდა გამოირკვეს.

5. ფეხის წვერზე სიარული

ბავშვები როდესაც სიარულს იწყებენ, ბალერინების მსგავსად, ფეხის წვერებზე დადიან, თუმცა, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, საყურადღებოა.

ფეხის წვერზე სიარული, იდიოპათიურია, თუმცა მისი ზუსტი ნიშნები უცნობია. თუმცა, ფაქტია, ფეხის წვერზე დიდი ხნის განმავლობაში სიარული შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს.

6. W-პოზა

mshoblebi ძალიან ბევრ ბავშვს ასე ჯდომა მოსწონს, თუმცა ექიმები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის სასარგებლო. ამ ხერხით სხეული ერთ ადგილზე ფიქსირდება, არ ბრუნავს და წონის ბალანსის პრობლემაცაა. ეს განსაკუთრებულად საყურადღებოა მაშინ, როცა ბავშვი ზის და დიდი ხნის განმავლობაში ასე მეცადინეობს ან თამაშობს.

W-პოზა არ არის რეკომენდებული იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სახსრების დისპლაზიის პრობლემა. თუ ბავშვი ამ პოზაში ზის, მაგრამ პერიოდულად მოძრაობს, არ არის საშიში, მაგრმ თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ასე აგრძელებს, შესთავაზეთ, რომ შეცვალოს.

7. კისერმრუდობა

ხშირია ახალშობილებში და დედების დიდ ნერვიულობასა და შიშს იწვევს. ექიმები კი ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ნაყოფის არასწორმა პოზამ გამოიწვიოს. ბავშვს ამ დროს თავის მიტრიალება მხოლოდ ერთ მხარეს შეუძლია. მისი გამოსწორება კი მარტივი ვარჯიშითაა შესაძლებელი. უნდა დააწვინოთ მუცელზე და სტიმულირება უნდა მოახდინოთ, რომ იმ მხარეს მოაბრუნოს თავი, რომლისკენაც უძნელდება.

8. თავის ქალის დეფორმაცია

mshoblebi ბევრი დედა ამჩნევს შვილზე თავის ქალი დეფორმაციას. ძირითადად, ეს კოსმეტიკური დეფექტია, თუმცა შესაძლებელია სერიოზული ზიანის მომტანიც გახდეს. თავის ქალის ძვლების დეფორმაციამ შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენა გამოიწიოს.

ასე რომ არ მოხდეს, ექიები გვირჩევენ, რომ ძილის დროს, ბავშვს თავის მდგომარეობა შევუცვალოთ ხოლმე, ხოლო სიფხიზლის დროს, ხელში ავიყვანოთ. როგორც წესი, თვის ქალა 6 თვის განმავლობაში ყალიბდება.