მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ბევრი რამის გათვალისწინება უწევთ, რადგან მათ ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებათ. ხანდახან ეს ისე მოულოდნელად ხდება, გაფიქრებასაც ვერ ვასწრებთ.
2. სმარტფონებზე ან პლანშეტზე თამაში
დღეს არ ვსაუბრობთ, რამდენად საზიანოა პლანშეტსა და სმარტფონზე თამაში. ვსაუბრობთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ზურგზე დაწოლილი თამაში.
სმარტფონის წონა, ჩვეულებრივ, 200 გრამამდეა, ხოლო პლანშეტის, 500 გრამამდე. როდესაც თქვენი შვილი ზურგზე წევს და სახის პარალელურად უჭირავს მობილური ან პლანშეტი, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ გაუვარდეს ხელიდან და სახეზე დაეცეს. ზიანი კი დამოკიდებულია მის ასაკზე. თუ ბავშვი 5 წლისაც არაა, შეიძლება საგრძნობლად დაზიანდეს და ამან სისხლჩაქცევებიც გამოიწვიოს.
ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები ისე გახშირდა, რომ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული ტრავმების სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ახასიათებთ: თვალით კონტაქტის ნაკლებობა, მეტყველების პრობლემები, ძნელად გამოხატავს საკუთარ სურვილსა და საჭიროებას, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა იჩქაროთ დიაგნოზის დასმა, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდულურია და ზოგი უფრო სწრაფად ვითარდება, ზოგი ნაკლებად.
ხალხური სიბრძნის თანახმად, კბილების კრაჭუნი ძილის დროს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე მიუთითებს. ექიმები ამბობენ, რომ კბილების კრაჭუნს ორი მიზეზი აქვს: ფსიქოლოგიური და ანატომიური.
ხშირად ბავშვები დამღლელი დღისა და სტრესის შემდეგ ძილის დროს აკრაჭუნებენ კბილებს ან შესაძლებელია კბილების ფორმირება ხდებოდეს და ეს ამითაც იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზი უნდა გამოირკვეს.
ფეხის წვერზე სიარული, იდიოპათიურია, თუმცა მისი ზუსტი ნიშნები უცნობია. თუმცა, ფაქტია, ფეხის წვერზე დიდი ხნის განმავლობაში სიარული შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს.
ძალიან ბევრ ბავშვს ასე ჯდომა მოსწონს, თუმცა ექიმები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის სასარგებლო. ამ ხერხით სხეული ერთ ადგილზე ფიქსირდება, არ ბრუნავს და წონის ბალანსის პრობლემაცაა. ეს განსაკუთრებულად საყურადღებოა მაშინ, როცა ბავშვი ზის და დიდი ხნის განმავლობაში ასე მეცადინეობს ან თამაშობს.
W-პოზა არ არის რეკომენდებული იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სახსრების დისპლაზიის პრობლემა. თუ ბავშვი ამ პოზაში ზის, მაგრამ პერიოდულად მოძრაობს, არ არის საშიში, მაგრმ თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ასე აგრძელებს, შესთავაზეთ, რომ შეცვალოს.
ბევრი დედა ამჩნევს შვილზე თავის ქალი დეფორმაციას. ძირითადად, ეს კოსმეტიკური დეფექტია, თუმცა შესაძლებელია სერიოზული ზიანის მომტანიც გახდეს. თავის ქალის ძვლების დეფორმაციამ შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენა გამოიწიოს.
ასე რომ არ მოხდეს, ექიები გვირჩევენ, რომ ძილის დროს, ბავშვს თავის მდგომარეობა შევუცვალოთ ხოლმე, ხოლო სიფხიზლის დროს, ხელში ავიყვანოთ. როგორც წესი, თვის ქალა 6 თვის განმავლობაში ყალიბდება.