მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ ერთ საათში ერთი ბავშვი იღებს ტრავმას სკამიდან ჩამოვარდნის შედეგად. ეს არა მარტო ქუჩაში ან მშობლებისგან მოშორებით შეიძლება მოხდეს, არამედ სრულიად დაცულ სახლშიც.
გთავაზობთ აქტივობების სიას, რომელიც ერთი შეხედვით უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს შვილს.
სპორტის ძალიან ბევრი სახეობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუმცა, არსებობს სახეობები, რომლებიც მძიმე კვალს ტოვებს ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმზე.
დოქტორ ბენეტ ომალის თქმით, საკმაოდ ტრავმული სპორტის სახეობებია ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი, საბრძოლო ხელოვნება, კრივი, ჭიდაობა და რაგბი. მსგავს სპორტში არის საფრთხე, რომ ბავშვმა ძლიერად დაარტყას თავი, რაც ტვინის შეშუპებას იწვევს. ინტენსიურმა ვარჯიშმა კი შესაძლოა გამოიწვიოს სქოლიოზი.
სანამ ბავშვს სპორტზე მიიყვანთ, აუცილებლად დეტალურად გაასინჯეთ პედიატრს, კარდიოლოგს, ნევროპათოლოგს და ორთოპედს, მოერიდეთ სპორტით იმაზე მეტ დატვირთვას, რაც მას ასაკობრივად შეეფერება. ასევე ნაადრევად ტრენაჟორებზე სიარულს, ძალიან მძიმე ნივთების აწევას და გრძელ დისტანციაზე სირბილს.
ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანთან. მათ საკუთარი მოწყობილობაც კი აქვთ, რომ ითამაშონ ან მულტფილმებს უყურონ. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ შეამცირონ ეკრანდამოკიდებულება, რადგან ლურჯი შუქი თვალებს აზიანებს.
ძირითადად, ლურჯი შუქის გავლენა გამოიხატება - თავის ტკივილში, დისკომფორტში მხრებსა და კისერში, თვალების გაღიზიანებასა და გამოშრობაში. თუმცა, არსებობს ფსიქოლოგიური გავლენაც. ესენია, ყურადღების გაფანტულობა, ცუდი ქცევა და ადვილი გაღიზიანებადობა. ეს ბავშვის ყოველდღიურ რუტინაზე ახდენს გავლენას და თავს სულ დაღლილად გრძნობს.
ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ თუ ბავშვს კალთაში ჩაისვამს და ისე ჩამოსრიალდება, უფრო უსაფრთხო იქნება მისთვის, თუმცა, სინამდვილეში ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს, რამაც შესაცლოა კიდურების მოტეხილობა გამოიწვიოს. როგორც პედიატრი, დიანა არნაიტი ამბობს, მშობელი დიდი წონის გამო, ბავშვით ხელში უფრო დიდ სიჩქარეს გამოიმუშავებს და თუ ამ დროს ბავშვის ხელი ან ფეხი სასრიალოს რომელიმე ნაწილს გამოედება, მოტეხილობას გამოიწვევს.
1-2 წლის ბავშვებში ეს ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბავშვებს ძალიან უყვართ ცოცვა და სკამზე ასვლა. მაღალი სკამიდან ჩამოვარდნა იწვევს თავის სერიოზულ დაზიანებას და ტვინის შერყევას. ამიტომ, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ მოარიდონ ბავშვები სკამებს და არ მისცენ მასზე ასვლის უფლება.
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ქუჩაში სილითა და ტალახით თამაში. მაგრამ, უნდა მიაქციოთ ყურადღება, სად თამაშობენ, რადგან ზოგჯერ ტალახში თუ ქვიშაში თამაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მთავარი მიზეზი კი ტყვიის შემცველობაა. ძველი შენობებიდან არის საფრთხე, რომ ტყვია საღებავებიდან ნიადაგში მოხვდეს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. რომ აღარაფერი ვთქვათ, ბუნებრივ ნაგავზე, რაც შეიძლება მოხვდეს ქუჩაში და ცხოველების ფეკალურ მასალებზე.
ეს მხიარული აქტივობა შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს. ამერიკის პედიატრიის აკადემიის ინსტრუქციით, ბატუტზე ხტუნვამ შეიძლება ძვლის მოტეხილობები და თავის ტრავმა გამოიწვიოს. ამიტომ ყოველთვის აუცილებელია იქვე ახლოს ინსტრუქტორის და მშობლის ყოფნა.
სათამაშო მოედნები როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებსაც უყვართ. მაგრამ, მნიშვნელოვნია, იყოთ ყურადღებით. სტატისტიკის თანახმად, 200 000 ბავშვი ტრავმას მაღალი კონსტრუქციიდან ჩამოვარდნის შედეგად იღებს. თუ ის საფეხურებზე ადის, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება.
ველოსიპედის ტარება ბავშვებს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბედნიერების განცდას აძლევს. ბავშვებმა და არა მხოლოდ მათ, უნდა ატარონ ჩაფხუტი. ეს უსაფრთხოების პირველი წესია. დაცემის შემთხვევაში ჩაფხუტი თავს ტრავმისგან დაიცავს. ასე ველოსიპედით სეირნობა შეიძლება სასიამოვნო, უსაფრთხო და ოჯახურ გასართობად აქციოთ.