რა დაავადებას იწვევს სალმონელა, რომელიც "ბიუბიუს" ქათამში აღმოჩნდა და რა გართულებები ახასიათებს - მშობლები

რა დაავადებას იწვევს სალმონელა, რომელიც "ბიუბიუს" ქათამში აღმოჩნდა და რა გართულებები ახასიათებს

2019-11-07 05:46:23+04:00

ბიუ-ბიუს ქათამში სალმონელას აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას. ბუნებრივია ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, რა დაავადებას იწვევს სალმონელას ბაქტერია, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაწვდის.

რა არის სალმონელოზი

სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს Salmonella-ს გვარის ბაქტერიები. კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს - დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიური ფორმით, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში სალმონელოზი გასტოენტერიტის სახით გამოვლინდება. ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად სალმონელოზური გასტროენტერიტის 93.8 მილონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება.

როგორ ვლინდება

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით (მძიმე ფორმების დროს - 390C და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, განმეორებად ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში ტკივილს, რასაც დღის განმავლობაში თან ერთვის დეფეკაციის გახშირება 3-10-ჯერ და მძიმე შემთხვებში მეტჯერაც. განავლოვანი მასები უხვია, წყლოვანი, ლორწოვანი მინარევებით. დაავადება უპირატესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ავადმყოფი 4-7 დღეში სპეციფიური მკურნალობის გარეშეც გამოჯამრთელდება, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოხუცებში, პაციენტებს ესაჭროებათ ჰოსპიტალიზაცია, იშვიათად დაავადება ლეტალურადაც მთავრდება. მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან) არის ასოცირებული. სალმონელოზის დიაგნოზის დადასტურება განავლის (სეპტიცემიის დროს სისხლის) ბაქტერიოლოგიური კვლევით ხდება.

ინკუბაციური პერიოდი

ტიპიურ შემთხვევაში დაავადება ინფიცირებიდან 12-72 საათში იწყება.

გადამდებლობის პერიოდი

ადამიანი გადამდებია ინფექციის მწვავე მიმდინარეობის განმავლობაში (დაავადების გამომწვები დიდი ოდენობით გამოიყოფა ფეკალური მასებით), პერიოდი ვარიაბელურია, გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ე.წ. დროებითი მტარებლობა უმეტესად ბავშვთა ასაკში ყალიბდება და რამდენიმე თვე მიმდინარეობს. 1%-დან 5%-მდე შემთხვევებში ბაქტერიების გამოყოფა >1 წელზე მეტ ხანს გრძელდება .

დაავადების რისკი შედარებით მაღალია ანტაციდებით, იმუნოსუპრესორებით ან ახლო წარსულში ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია გამომწვევის სეროტიპზე, მიღებული ბაქტერიების რაოდენობასა და მასპინძლის ფაქტორებზე.

კონტროლის ღონისძიებები: ანალოგიურია, როგორც სხვა ნაწლავთა ინფექციებისას.

ძირითადი პრინციპები სალმონელოზით დაავადების თავიდან ასაცილებლად შემდეგია:

ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძე და კვერცხი მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ პროდუტს კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ დარწმუდით წყლის უსაფრთხოებაში დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ