რა არის მუნი და როგორ გადადის ბავშვებზე? - შემთხვევა თბილისის ბაღში
რა არის მუნი და როგორ გადადის ბავშვებზე? - შემთხვევა თბილისის ბაღში
თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მშობლებმა მიაწოდეს.

თავად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

"74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედ-მამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ბაღების მართვის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციითვე, მუნის შემთხვევა სხვა
ბაღებში არ დაფიქსირებულა.

რა არის მუნი


მუნი, იგივე მღიერი კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა Acarus scabiei. ახასიათებს კანის საფარველის ინტენსიური ქავილი, განსაკუთრებით ღამით, კანზე ნაკაწრებისა და წყვილ-წყვილი ხვრელების არსებობა. მუნის გამომწვევი ისეთი მცირე ზომისაა (200-400 მკ), რომ შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად არ ჩანს. პარაზიტები დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობენ. მდედრი კანის რქოვან შრეში აკეთებს ხვრელს, სადაც დღეში 2-3 კვერცხს დებს. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც 10-14 დღეში გაივლის რამდენიმე სტადიას და ზრდასრულ ტკიპად გადაიქცევა.

მუნს ახასიათებს:
აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება.

გადადება
დაავადების გავრცელების წყარო დაავადებული ადამიანია. განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას. პირდაპირი დასნებოვნების დროს გამომწვევი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს გადაეცემა კონტაქტით. არაპირდაპირი გზა გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით, თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით, პირსახოცით. ბავშვებში შესაძლოა გადაეცეს რბილი სათამაშოთი.
მუნის დროს საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-2 დღეს. 

თამარ იაკობაშვილი
21695
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები